ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ვაქცინის მეოთხე დოზას ცდის


ორშაბათს ისრაელში კოვიდ-19-ის ვაქცინის მე-4 დოზის ადმინისტრირება დაიწყეს. შიბას სამედიცინო ცენტრში, რომელიც ქვეყნის წამყვანი კლინიკაა, 150 თანამშრომელს ცრიან.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში, ისრაელის მეცნიერებმა თქვეს, რომ მათ აინტერესებთ გაიგონ, არის თუ არა კიდევ ერთი გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის საჭიროება და თუ არის, ვისთვისაა ეს რეკომენდებული. ახალი კვლევა კოვიდ-19-ის ვაქცინის რიგით მე-4 და გამაძლიერებელი დოზის რიგით მე-2 აცრის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას დაადგენს.

ომიკრონი, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ისრაელშიც სწრაფად ვრცელდება. ქვეყანაში ომიკრონის 1 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ამ ახალი ვარიანტით ინფიცირება საშუალოდ ყოველ ორ დღეში ორმაგდება.

კვირასვე, ისრაელის პრემიერის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ კორონავირუსი აქვს მის 14 წლის გოგონას და რომ ნაფტალი ბენეტი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქმედი ექსპერტების ჯგუფი მე-4 დოზის რეკომენდაციას აძლევს ყველას, ვინც 60 წელს არის გადაცილებული. საუბარია "ფაიზერ-ბიონტექის" მიერ შექმნილ კოვიდ-19-ის ვაქცინაზე. ეს ბოლო ე.წ. ბუსტერით აცრიდან, 4 თვეში უნდა მოხდეს. თუმცა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო არ ჩქარობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და ჯერჯერობით, კვლევის შედეგების მოლოდინშია.

სტრესის მართვა პანდემიის დროს და დღესასწაულებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:54 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG