ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სამედიცინო პერსონალისთვის კარანტინის დროს ამცირებს


შეერთებულ შტატებში ჯანდაცვის პერსონალისთვის, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, კარანტინის დრო შემცირდა. ინფიცირებულ პერსონალს, თუკი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სამსახურში დაბრუნება შვიდდღიანი კარანტის შემდეგ შეუძლია. ეს იმ პირობით მოხდება, თუ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

ახალი ინსტრუქცია ადრინდელი პროტოკოლისგან განსხვავებით, კარანტინის დღეების რაოდენობას სამი დღით ამცირებს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, ცვლილება კორონავირუსის ახალი ვარიანტით, ომიკრონით ინფიცირების მოსალოდნელი ზრდისთვის მზადებასაც უკავშირდება. CDC-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 73% ახლა სწორედ ომიკრონზე მოდის.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი არც იმას გამორიცხავს, რომ სამედიცინო პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, საკარანტინო დრო კიდევ უფრო შემცირდეს.

ექთანთა ეროვნული გაერთიანება, უწყების გადაწყვეტილებას საშის უწოდებს და კარანტინთან დაკავშირებით, ძველი მითითებებს შენარჩუნებას ითხოვს. აქამდე არსებული დადგენილებით, კარანტინი 10 დღით იყო განსაზღვრული.

„შეამსუბუქო კოვიდ-19-თან დაკავშირებული მითითებები ახლა, როცა ინფიცირების ყველაზე დამანგრეველი მაჩვენებლებია მოსალოდნელი, მხოლოდ შემდგომი გავრცელების, ავდმყოფობის და სიკვდილობის გაზრდას გამოიწვევს“ - აცხადებს ტრიუნფო კორტეზი, ექთნების ეროვნული გაერთიანების პრეზიდენტი.

10-დღიანი საკარანტინო მითითების შემცირების შესახებ, კვირის დასაწყისში, თეთრი სახლის სამედიცინო მრჩეველმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმაც ისაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG