ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ პრემიერის თანამდებობას მეხუთედ დაიკავებს


მას შემდეგ, რაც ისრაელის დაძაბულ საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ ბენი განცმა დამარცხება აღიარა, როგორც ჩანს, ისრაელის პრემიერ მინისტრი ამ თანამდებობას მეხუთედ დაიკავებს, რაც უპრეცედენტოა.

თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს კონსერვატიულ „ლიკუდის“ პარტიას და განცის ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ პარტიას“ 35-35 ადგილი აქვთ.

მოსალოდნელია, რომ „ლიკუდი“ და მისი მოკავშირე მემარჯვენე პარტიები, 120 ადგილიან პარლამენტში, მთლიანობაში, 65 ადგილს მოიპოვებენ და პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, მთავრობის ჩამოყალიბებას კვლავ ნეთანიაჰუს სთხოვს.

არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა, რომ ნეთანიაჰუს ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG