ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს მომავალ აპრილში ჩაატარებს, მანამდე კი ქნესეთს დაითხოვს. ეს ინფორმაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ დღეს გაახმოვანა.
ნეთანიაჰუს კოალიცია ბოლო რამდენიმე თვეა შიდა უთანხმოებამ მოიცვა, რასაც მოჰყვა თავდაცვის მინისტრის ლიბერმანის გადადგომა ღაზაში არსებული სიტუაციისადმი ისრაელის მთავრობის, ლიბერმანის აზრით, „სუსტი“ რეაქციის გამო.
პრემიერის ლიქუდის პარტია ასევე გახდა ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების კრიტიკის სამიზნეც, როცა მათ ახალი კანონით, ამ ორთოდოქსი შეხედულების ადამიანების ჯარში გაწვევა გააკრიტიკეს.
საპარლამენტო არჩევნები, თავდაპირველად, მომავალი წლის ნოემბერში იყო ჩანიშნული.
Facebook Forum