ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ერაყის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობას უარყოფს


ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კადიმის, მკვლელობის მცდელობაში ირანი რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს, -განცხადება ირანელმა გენერალმა ბაღდადში ვიზიტის დროს გააკეთა.

საუბარია დრონებით თავდასხმაზე, რა დროსაც ერაყის ლიდერი დაიჭრა. თავდასხმის შესახებ ერაყის ოფიციალურმა პირებმა განცხადებები გააკეთეს , სადაც მინიშნება იყო, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები იდგნენ. მეტიც, ერაყში ამბობენ, რომ დრონები რომელთა დახმარებითაც თავდასხმა მოხდა, ირანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფრინდა. ერაყის პრემიერ-მინისტრზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ბაღდადში მყოფმა ირანელმა გენერალმა კი ეს ინფორმაცია უარყო. ოფიციალური თეირანი უარყოფს ალ-კადიმის წინააღმდეგ თავდასხმის მოწყობაში ირანის რაიმე ფორმით მონაწილეობას.

ასეთი ტიპის თავდასხმა 2021 წლის სექტემბერშიც განხორციელდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის ხელმძღვანელობით ერაყში კოალიციური ჯარები არიან განლაგებულები.

ირანს ერაყის პრემიერ-მინისტრზე მომხდარ თავდასხმაში ვაშინგტონიც ადანაშაულებს. განცხადება სამხედრო გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ გააკეთა. არაბულ ტელეკომპანია „ALHURRA“-სთან საუბრისას ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა მუსტაფა ალ-კადიმის თვითმფრინავზე ირანის მიერ მხარდაჭერილმა საპოლიციო ძალებმა განახორციელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG