ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორისტებმა 11 ადამიანი მოკლეს 


ერაყის აღმოსავლეთით დიალის პროვინციაზე თავდასხმის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 11 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ერაყის ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტერორისტების სამიზნე „დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობა“ იყო. არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. ზუსტი რიცხვი დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

სააგენტო „როიტერი“ სხვადასხვა წყაროზე დაფუძნებით წერს რომ თავდასხმის დროს 15 ადამიანი დაშავდა 11 კი დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტერორისტებმა თავდასხმის დროს მოსახლეობას ცეცხლი ავტომობილებიდან გაუხსნეს, თავდამსხმელები ნახევრად ავტომატური იარაღებით იყვნენ შეიარაღებულები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG