ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ერაყის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს ერაყის პრემიერ-მინისტრს მუსტაფა ალ-ქადიმის მასპინძლობს. თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრის უმთავრესი განსახილველი თემა ამერიკის ჯარების მიერ ქვეყნის დატოვებაა.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ მხარეები ერაყში ამერიკის საბრძოლო მისიის დასრულების თაობაზე შეთანხმდებიან.

ამერიკას ამ დროისთვის ერაყში 2 500-მდე ჯარისკაცი ჰყავს. ეს ჯარები ქვეყანაში კოალიციის იმ ძალისხმევის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც 2014 წელს დაიწყო და რომლის მიზანიც დაჯგუფება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა იყო.

ორი ქვეყნის ლიდერები აპრილში შეთანხმდნენ, რომ ამერიკული ჯარის მისია შეიცვლება და ამიერიდან ის მეტწილად ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის ტრენერისა და მრჩევლის ფუნქციას შეასრულებს, თუმცა ამ გარდამავალი პერიოდის დასრულების ვადა არ დათქმულა.

ერაყმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე გამარჯვება 2017 წელს გამოაცხადა. თუმცა მისი წარმომადგენლები რეგიონში კვლავ რჩებოდნენ და არაერთ თავდასხმაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, მათ შორის, ერაყის ერთ-ერთ ბაზარში გასულ კვირას მომხდარ აფეთქებაზე, რომელმაც სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG