ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთმა მოქალაქეობა მისცა ირანელ მოჭადრაკეს, რომელმაც ტურნირზე ჰიჯაბი მოიხსნა


სარასადატი ხადემალშარი, ირანელი მოჭადრაკე
სარასადატი ხადემალშარი, ირანელი მოჭადრაკე

სარასადატი ხადემალშარი ირანელი მოჭადრაკეა, რომელიც იანვარში საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ამის მიზეზი ტურნირზე მისი ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობა იყო. ესპანეთმა სარასადატს 26 ივლისს მოქალაქეობა მიანიჭა. ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ელის, რადგან თეირანმა მისი დაკავების ორდერი გასცა.

მოჭადრაკეს უფრო სარა ხადემის სახელით იცნობენ. მან ჰიჯაბი ყაზახეთში გასული წლის დეკემბერში, "ფიდეს" ეგიდით გამართულ საერთაშორისო ბლიც-ტურნირზე მოიხსნა.

ირანის ისლამისტური მთავრობა ქალებს ჰიჯაბის ტარებას მკაცრად სთხოვს. მას შემდეგ, რაც ირანში მორალის პოლიციის მიერ უჰიჯაბოდ ყოფნისთვის დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი პოლიციის ხელში გარდაიცვალა, საპროტესტო ტალღა მთელ მსოფლიოს მოედო. სარასადატმაც ტურნირზე ჰიჯაბი პროტესტის ნიშნად მოიხსნა.

26 წლის მოჭადრაკემ საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ ჩემპიონატზე ჰიჯაბის მოხსნას არ ნანობს. ესპანეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ მთავრობის კაბინეტმა გადაწყვეტილება "განსაკუთრებული გარემოებების" გამო მიიღო.

ირანელ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქციები გრძელდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG