ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმე - ჰააგის სასამართლოში ირანის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა


კანადა, შვედეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ჰააგის სასამართლოსგან ირანის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვენ. ოთხი ქვეყანა ამბობს, რომ 2020 წელს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ.

საუბარია 2020 წელის 8 იანვარს, ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი, რომელიც საერთაშორისო რეისს ასრულებდა, მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის თეირანის აეროპორტიდან აფრინდა, მაშინ ირანმა თქვა, რომ ეს შეცდომა იყო.

მსოფლიო სასამართლოსთვის მიმართვის დროს, ოთხი ქვეყნის: კანადის, უკრაინის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ირანმა დაარღვია ე.წ. მონრეალის კონვენცია და რიგი ვალდებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საჰაერო მგზავრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„ტიტანის“ კატასტროფის გამოძიება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ირანმა ვერ მოახერხა უკრაინული თვითმფრინავის უსაფრთხოების დაცვა, ვერ აირიდა თავიდან მისი ჩამოგდება და ვერ ჩაატარა მიუკერძოებელი, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება.

ბორტზე მყოფი მგზავრები უკრაინის, კანადის, შვედეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ და სწორედ ამიტომ ამ ოთხმა ქვეყანამ საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანიც სათანადო გამოძიება და ირანის პასუხისმგებლობის გამოვლენა იყო.

თავის მხრივ ირანი ამბობს, რომ ბოინგ 737-ის ჩამოგდება იყო შეცდომა და ამ შეცდომის მიზეზი რადარი და საჰაერო თავდაცვის კონკრეტული ოპერატორი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG