ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტთან დაკავშირებით აშშ-თან „გარკვეული კონტაქტი“ შედგა


რუსეთი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე, „გარკვეული კონტაქტი“ იყო, თუმცა დეტალების გასაჯაროვება არ სურს.

კრემლმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების ელჩს, ლინ ტრეისის, ციხეში ევან გერშკოვიჩის მეორედ მონახულების უფლება მისცა. ამერიკელი დიპლომატის ციხეში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომლებმა, რუსეთის მოქალაქე, ვლადიმირ დუნაევი მოინახულეს, რომელიც ოჰაიოში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი კიბერდანაშაულში მონაწილოება ედება.

კრემლის პრესპიკერს, დმიტრი პესკოვს ბრიფინგზე ჰკითხეს, ამ შეხვედრების დროში დამთხვევა, არის თუ არა იმის ნიშანი, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხზე გარკვეული კონტაქტები არის. მაგრამ, არ მინდა მათი გასაჯაროება. ეს უნდა განხორციელდეს და გაგრძელდეს სრული დუმილით. რაც შეეხება საკონსულოების კონტაქტების კანონიერ უფლებას, რა თქმა უნდა, ეს ორივე მხირდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს“ - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთი, ამერიკელ ჟურნალისტს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტი, წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ მუშაობს გრეშკოვიჩისა და პოლ უეილანის სამშობლოში დაბრუნებისთვის, უელანი ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითია, რომელის რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლიან სასჯელს იხდის. უელანი უარყოფს წაყენებულ ბრალდებას. ვაშინგოტნი, ორივე მათგანს „არასწორად დაკავებულად“ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG