ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან ბირთვული შეთანხმება ამერიკის და რუსეთის შეშფოთებას იწვევს 


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ირანთან ბირთვული შეთანხმების თაობაზე ესაუბრა, რაც როგორც ამერიკის, ასევე ირანის შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვედარებინა შენიშვნები იმის შესახებ, თუ სად ვდგავავთ და სად გვაქვს იმედი, რომ ვიქნებით,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ლავროვი ამბობს, რომ მოლაპარაკებები შეთანხმების აღდგენის შესახებ „რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს“. ლავროვი ამბობს, რომ გლობალური საოზგადოების ინტერესია ამერიკა დაუბრუნდეს ბირთვულ შეთანხმებას და შეაჩეროს „უკანონო შეზღუდვები ირანისა და მისი ყველა სავაჭრო პარტნიორის მიმართ“

მოსკოვში ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ აბდოლაჰინმა ოთხშაბათს თქვა, რომ ირანი ვენაში მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა მზად არის შეთანხმებაში შევიდეს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.

შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG