ირანის მოკავშირე ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლას საჭიროების დამატებით საწვავს გაუგზავნის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა საიდ ხათიბზადემ ყოველკვირეულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ირანი “საკუთარ ნავთობს და ნავთობ-პროდუქტებს საკუთარი გადაწყვეტილებების და ჩვენი მეგობრების საჭიროებების საფუძველზე ვყიდით. საჭიროების შემთხვევაში, ირანი ლიბანში საწვავს კვლავ გაგზავნის. ნამდვილად არ შეგვიძლია ლიბანელი ხალხის გაჭირვებას ვუყუროთ”.
კვირას, ჰასან ნასრალამ ჰეზბოლადან თქვა, რომ საწვავით დატვირთული პირველი გემი, რომლის შესახებაც ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ ირანიდან გამოვიდოდა, უკვე გზაშია.
გასულ კვირაში, ირანის ნახევრად ოფიციალურმა “ნურნიუს” საინფორმაციიო გვერდმა გამოაქვეყნა, რომ ლიბანში გასაგზავნი საწვავი, მთლიანად ლიბანელი შიიტი ბიზნესმენების ჯგუფმა შეიძინა.
ხათიბზადემ თქვა: “ვაცხადებთ ჩვენს მზადყოფნას ლიბანის მთავრობას საწვავი მივყიდოთ იმაზე დამატებით, რაც ლიბანელმა შიიტმა ბიზნესმენებმა შეიძინეს, თუ ლიბანის მთავრობას ამის სურვილი ექნება.”
ლიბანში ჰეზბოლას მტრებმა, შესყიდვის მძიმე შედეგებზე გაფრთხილება გამოთქვეს და ამბობენ, რომ ქვეყანა რისკავს სანქციების სამიზნე აღმოჩნდეს, როდესაც მისი ეკონომიკა უკვე თითქმის ორი წელია განადგურებულია.
ირანის ნავთობის ექსპორტზე ამერიკული სანქციების მიზანი, რომელიც 2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლა, ირანის ნედლი ნავთობის გაყიდვების ნულამდე შეკვეცაა.
თავად ჰეზბოლაც, რომელიც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 1982 წელს დააარსა, ამერიკული სანქციების სამიზნეა.
Facebook Forum