ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრუდოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები


კანადაში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა, პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ხელისუფლებაში დააბრუნა, თუმცა მთავრობაში შეცვლილი ძალთა ბალანსი, ქვეყნის ზოგიერთ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე მწვავე დებატებს იწვევს.

ამგვარ საკითხთა შორისაა ახალი მთავრობის მიდგომა ჩინეთთან ურთიერთობაში. კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მიდგომამ კამპანიის განმავლობაში, არასასურველი გავლენა იქონია.

„საგარეო დეზინფორმაცია და გავლენის ოპერაციები, არჩევნების განმავლობაში პრობელმა იყო. საჭიროა ბევრი საგარეო პოლიტიკური გამოწვევისა და საფრთხის გაცნობიერება. კანადისთვის ეს გამოწვევები და საფრთხეები, ისეთი უცხოური რეჟიმებისგან მომდინარეობს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, დეზინფორმაციის მიმართულებით, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, მარკუს კოლგა.

„ბრიტანეთის კოლუმბიაში, პეკინთან კავშირში მყოფმა აქტორებმა მიზნად ამოიღეს მოქმედი პარლამენტარები, რომლებიც წარსულში კრიტიკულად უყურებდნენ ჩინეთის მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას.“ - აცხადებს კოლგა.

კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, თუმცა ის იძულებული იქნება, უმცირესობის მთავრობა ჩამოაყალიბოს.

კანადაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვებში ტრუდომ პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა და ვადამდელი არჩევნები 20 სექტემბერს დანიშნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG