სააგენტო "როიტერის" ცნობით , ცენტრალური აზიის უსაფრთხოების ორგანოს ირანიც შეუერთდა. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტაჯიკეთში მოსკოვისა და პეკინის მოლაპარაკებებში თეირანი ჩაერთო. რამდენიმე საათის წინ ირანის ახალი პრეზიდენტი ტაჯიკეთში ჩავიდა და რუს და ჩინელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებში ჩაერთო.
ეს პირველი ვიზიტია მას შემდეგ რაც ებრაჰიმ რაისმა ირანის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
ცენტრალური აზიის უსაფრთხოების ორგანო 2001 წელს დაარსდა და მისი წევრთა რაოდენობა იზრდება. ორგანიზაციას 4 წლის წინ პაკისტანი და ინდოეთი შეუერთდნენ.
ტაჯიკეთი რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ორი რეგიონული ბლოკის შეკრებას მასპინძლობს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ავღანეთში არსებული ვითარებაა.
მოსკოვი და პეკინი ცდილობენ ხაზი გაუსვან რეგიონში უმთავრესი მოთამაშის თავ-თავიანთ როლს, მას შემდეგ, რაც ქაბული დაეცა და თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა. ქვეყანა კი მანამდე სრულად დატოვეს ამერიკელმა სამხედროებმა.
დუშანბეში მიმდინარე კონფერენციას სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები ესწრებიან.
რუსეთის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იღებს, თუმცა ის იძულებული იყო ვიდეო მიმართვით შემოფარგლულიყო. პუტინი თვითიზოლაციაშია, რადგან მას კოვიდ ინიფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
Facebook Forum