ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გონჩარენკო საქართველოს მთავრობას: პოლიტიკოსები იყავით და ნუ მოექცევით ოლიგარქიული გავლენების ქვეშ


ოლექსი გონჩარენკო უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი და ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. ის უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. რამდენიმე დღის წინ, გონჩარენკო სთხოვდა ევროპელ ლიდერებს, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე არც საქართველო დაეტოვებინათ.

გონჩარენკოს თხოვნა ევროპელმა ლიდერებმა არ გაითვალისწინეს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, ხოლო საქართველოს დამატებითი პირობები წაუყენეს და განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებს.

რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვასთვის; რატომ აღარაა საქართველო ტრიოს განუყოფელი ნაწილი ევროინტეგრაციის გზაზე და რა რჩევები აქვს უკრაინელ პოლიტიკოსს საქართველოს მთავრობისთვის- ამ და სხვა თემებზე, სტრასბურგში მყოფ გონჩარენკოს "ამერიკის ხმა" ესაუბრა.

უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღეს, გილოცავთ. ბევრი ამბობს, რომ ეს ისტორიული და სიმბოლური ნაბიჯია. რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის და რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ევროპისთვის?

ძალიან კარგი კითხვაა, რადგან კითხულობთ, როგორც უკრაინის, ისე ევროპის შესახებ. უკრიანისთვის, ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს მომავალი. ესაა პასუხი იმაზე, რა იქნება შემდეგ, ამ საშინელი ომის შემდეგ. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპა აღიარებს, რომ ესაა ომი არა უკრაინის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და უკრაინა იბრძვის არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსა და ჩვენი ერთობლივი ღირებულებებისთვის. ეს ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის ღირებულებები, რომელიც ამ ორგანიზაციაში იყო ისევ მნიშვნელოვანია, ისინი კვლავ ძალიან ღირებული არიან და ეს ბევრს ნიშნავს. 

დიახ, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი ევროპულ ცივილიზაციაში დასაბრუნებლად, სადაც მისი ადგილია. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში უკრაინას წართმეული ჰქონდა ევროპული ცივილიზაცია რუსული იმპერიის მიერ. ასე რომ, ეს ისტორიულია, ნამდვილად.

ეს ასევე ბევრს ნიშნავს ევროპისთვისაც. ჩემი აზრით, ეს ევროპის პროექტის, ევროკავშირის აღორძინებაა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ის ღირებულებები, რომელიც ამ ორგანიზაციაში იყო ისევ მნიშვნელოვანია, ისინი კვლავ ძალიან ღირებული არიან და ეს ბევრს ნიშნავს.

ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს, როდესაც ბრძოლა დაიწყო თავისუფალ და არათავისუფალ სამყაროს შორის. ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არაა, მე ამას უფრო დიდ კონტექსტში ვხედავ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სამყარო გაერთიანდეს და იბრძოლოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუხ ზონაშია, მათ შორის საქართველოსთვისაც.

საქართველო, უკრაინის შემდეგ, არის ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთის გამო ყველაზე მეტი რამ დაკარგა

ძალიან დიდი მხარადამჭერი ვარ იმის, რომ საქართველოსაც მისცენ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავადი მისა, რომ ქართველი ოფიციალური პირები, ჩემი აზრით, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ევროკავშირთან და თავისუფალ სამყაროსთან ვერ იქნება თავსებადი. მაგრამ ქართველი ხალხი, ნამდვილად იმსახურებს ამას და ამიტომაც საქართველოს უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი.

გადაწყვეტილება, ნახევრად მიღებულია. ევროკავშირი ეთანხმება იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ისევ კანდიდატის სტატუსი არაა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოც გადადგამს ამ ნაბიჯს.

საქართველო ახსენეთ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ტრიო იყო, რომლებიც წლების განმავლობაში, მხარდამხარ მიდიოდნენ ევროკავშირისკენ. თუმცა ახლა, მოხდა ისე, რომ საქართველო აღარაა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ საქართველომ ვერ მიიღო. როგორ ფიქრობთ რატომ მოხდა ასე?

ნათელია რაც მოხდა, ეს ევროკომისიის გადაწყვეტილებაში წერია. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის ყველა ღირებულებას არ სცემს პატივს და ეს მათ ქმედებებში ჩანს. ესაა ის, რაც უნდა გაუმჯობესდეს.

საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველო გამოიყენოს სანქციების თავიდან ასაცილებლად, ასევე პრობლემებია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ერთად არ აძლევს ევროკავშირს უფლებას, რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება [კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით].

ევროკავშირი ეთანხმება იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ისევ კანდიდატის სტატუსი არაა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოც გადადგამს ამ ნაბიჯს. 

მე პირადად, ვფიქრობ, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებითაც კი, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, თუმცა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ისინი მზად არ არიან და შესაძლოა, რომ გარკვეულწილად ისინიც მართლები არიან. ვგულისხმობ იმას, რომ ქართველ ხალხს ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ აიძულოს საკუთარი მთავრობა და პოლიტიკოსები, რომ ცვლილებები მოახდინონ, შეცვალონ სიტუაცია ქვეყანაში და შემდეგ მოითხოვონ კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება, ეს იყოს იმპულსი მათთვის ამ ცვილებებისკენ და შესაძლოა, ეს მართლაც უკეთესი იყოს.

თქვენი დიდი ხანია საქართველოს მეგობარი ხართ. რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას?

რჩევა იქნება, რომ საკუთარ თავს უპასუხონ: ხედავენ თუ არა საქართველოს, როგორც თავისუფალი სამყაროს ნაწილს? თუ პასუხია არა, მაშინ გავიგებ რას აკეთებენ, თუმცა მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას არასდროს მიიღებს და გაიგებს. თუ პასუხია დიახ, მაშინ მათ მხარე უნდა დაიჭირონ. ერთი მხრივ, ისინი იღებენ კარგ, სწორ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც აბსოლუტურად არასწორია. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რეალურად რას სურთ და თუ უნდათ, რომ იყვნენ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მაშინ მათ უნდა დაიჭირონ ერთი მხარე და გააკეთონ ეს სრული ჩართულობით, ღიაობით და არ ეცადონ, რომ ორივე მხარეს იყვნენ.

ჩემი მეორე რჩევა იქნება, რომ მეტად იყვნენ პოტიკოსები და ნაკლებად მოექცნენ ოლიგარქიული გავლენების ქვეშ.

უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებული ომის პირველივე დღეებიდან, საქართველოსა და უკრაინის მთავრობას შორის, გარკვეული დაძაბულობა იყო. ვნახეთ ვიდეო მიმართვების გაცვლა-გამოცვლაც, ალბათ, იყო სხვა ტიპის საუბრებიც. თქვენ ოპოზიციის და პარლამენტის წევრი ხართ, თქვენი გადმოსახედიდან როგორ ჩანს საქართველოს მთავრობის ქმედებები მაშინ, როდესაც უკრაინაში ომია?

ჩვენ მოლოდინები გვქონდა, ეს მოლოდინის საკითხი იყო. უკრაინა ელოდა, რომ ბევრი მიზეზის გამო, საქართველოსგან სრული მხარდაჭერა ექნებოდა. ამას ველოდით ჩვენი ერების ისტორიული სიახლოვის გამო, მაგრამ ასევე კონკრეტული ნაბიჯების გამოც. როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში ჩავიდა. როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საქართველოს მთავრობა დუმდა და ეს კარგი არ იყო.

საქართველო, უკრაინის შემდეგ, არის ის ქვეყანა, რომელმაც რუსეთის გამო ყველაზე მეტი რამ დაკარგა. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20%-იც, უკვე რამდენიმე წელია. ამიტომ, გვეგონა, რომ არა მარტო მორალური, არამედ პრაქტიკული გადმოსახედიდანაც, საქართველოს ინტერესებში იქნებოდა უკრაინის მხარდაჭერა. რუსეთის ამ ომში, რაც შეიძლება სწრაფად დამარცხება შესაძლებლობების ფანჯარას გახსნიდა საქართველოსთვის, რათა საქართველოს დაებრუნებინა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეალობაში სხვაგავარად მოხდა ყველაფერი. საქართველოს მთავრობა საკმაოდ ჩუმად იყო- რუსეთს სანქციები არ დაუწესა, ასევე პრობლემები იყო ქართველი მოხალისეების კიევში, უკრაინაში გაშვებასთან დაკავშირებითაც. სხვათაშორის, მე ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და მინდა რომ მადლობა გადავუხადო ქართველ მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის. რამდენიმე მათგანი მოკვდა კიდეც უკრაინისთვის. როდესაც მათ ვესაუბრე, ისინი იგივეს ამბობენ- რომ იბრძვიან საქართველოსთვის, მაგრამ უკრაინაში, რადგან ესმით, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს. მათ ეს ესმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს ესმის, მაგრამ საქართველოს მთავრობას, როგორც მინიმუმ, ასე ჩანს, რომ ეს არ ესმის.

დავუბრუნდეთ უკრაინის კანდიდატის სტატუსს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ხუთშაბათს განაცხადა: "რამდენიმე თვის წინ, ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ ამ მომენტამდე მოვიდოდით". თუმცა, ყველამ ვნახეთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს. როგორ ფიქრობთ, ამ ომმა უკრაინაში შეძლო თუ არა არამხოლოდ გაეერთიანებინა საკუთარი ხალხი, არამედ ევროპაც თავის გარეშემო და შეეცვლა ევროპა?

უკრაინის მომავალი მესახება როგორც ნათელი, აყვავებული და არაჩვეულებრივი. უკრაინას თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ვხედავ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება ასევე ცვლის უკრაინასაც, ასე რომ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ.

[უკრაინამ] ნამდვილად შეცვალა ევროპა და იმედი მაქვს, რომ შეცვლის მთელ მსოფლიოსაც. ძირითადი ღირებულებების შეხსენება და მეტი გამბედაობის მიცემა მნიშვნელოვანია. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები უყურებენ უკრაინელ ხალხს, ისინი ეთაყვანებიან უკრაინელი ხალხის გამბედაობას და ეს მათაც აძლევს მეტ გამბედაობას.

სლოგანი: "იყავი უკრაინასავით მამაცი", ვფიქრობ, თავისუფალი სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯია. თავისუფალი სამყარო, ნამდვილად უფრო ძლიერია, ვიდრე ავტოკრატიები, მაგრამ თავისუფალი სამყაროს პრობლემა ისაა, რომ ლიდერშიფის და სიმამაცის ნაკლებობაა პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი უფრო ფრთხილ ნაბიჯებს და უსაფრთხოებას არიან მიჩვეული.

დღეს გამბედავი ნაბიჯების გადადგმის დროა. მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ნამდვილად გამბედავი ნაბიჯი იყო და მინდა, რომ ევროპელ ლიდერებს ამისთვის მადლობა ვუთხრა.

უკრაინამ და მოდლოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, რაც ამ ორი ქვეყნის და ასევე საქართველოს საბოლოო მიზანია. როგორ ხედავთ უკრაინის მომავალს, როგორ გესახებათ უკრაინის უახლოესი მომავალი იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ქვეყანა ომშია?

უკრაინის მომავალი მესახება როგორც ნათელი, აყვავებული და არაჩვეულებრივი. უკრაინას თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ვხედავ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება ასევე ცვლის უკრაინასაც, ასე რომ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ.

თუმცა, მოკლევადიანი პერსპექტივა ძალიან რთული და პრობლემატურია, რადგან რუსეთი აგრძელებს ამ საშინელ ომს, აგრძელებს წინ წაწევას. ჩვენ არ მიგვიცია მათთვის შესვენების საშუალებაც კი, მაგრამ ისინი აგრძელებენ წინსვლას და ეს ნათლად ჩანს დონბასში. დიახ, მოვიგეთ ბრძოლები კიევისა და ხარკივისთვის, მაგრამ მაინც, ეს ძალიან რთული ომია. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება საბოლოდ ომი და ეს ნამდვილად ჩვენი უპირველესი გამოწვევაა.

XS
SM
MD
LG