უკრაინული ძალები ალყაში მოქცეულ ქალაქ სევეროდონეცკიდან გამოვა, თქვა რეგიონულმა უკრაინელმა სამხედრო ლიდერმა. მისი თქმით, აზრი არ აქვს აღმოსავლეთის ქალაქის შეკავებას, რომელიც რუსული ძალების მხრიდან, თვეების განმავლობაში თითქმის მუდმივი თავდასხმის ქვეშ იყო.
პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსეთი „მასიურ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს“ აგრძელებს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის მიზანი „მთელი დონბასის ეტაპობრივი განადგურებაა.“
თუ რუსეთი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში წარმატებას მიაღწევს, შედეგად ის სრულ კონტროლს დაამყარებს ლუჰანსკზე, უკრაინის ინდუსტრიულ ცენტრში, დონბასის ორი რეგიონიდან ერთ-ერთზე.
ლუჰანსკის გუბერნატორი, სერჰიი ჰაიდაი „ასოშეიტედ პრესსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსული ძალები გზად „ყველაფერს წვავს.“
„რუსები წინ მიიწევენ და საბრძოლო მასალის, ჯარების დაზოგვას არც კი ცდილობენ. მძიმე არტილერიასა და ჯარების რაოდენობაში, მათ უპირატესობა აქვთ“ - აცხადებს ჰაიდაი.