ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმოს გუნდი ვუჰანში მუშაობას შეუდგა


ჯანმოს გამომძიებლებმა, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ორკვირიანი კარანტინი გაიარეს და დღეს მუშაობა დაიწყეს, რათა “კოვიდ-19” პანდემიის წარმოშობა გამოიკვლიონ.

ჩინეთმა, რომელიც თვეების განმავლობაში საერთაშორისო გამოძიებისადმი მოწოდებებს უარყოფდა, პირობა დადო, რომ მათ სათანადო წვდომის საშუალებას მისცემს.

მოსალოდნელია, რომ მკვლევართა ჯგუფი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაესაუბრება ადამიანებს კვლევითი ინსტიტუტებიდან, საავადმყოფოებიდან და ბაზრიდან, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების ბევრ პირველ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული.



ჯანმომ განაცხადა, რომ ამ მისიის დანიშნულება, არა ვინმესთვის ბრალის წაყენება, არმედ იმის გარკვევაა, თუ ეს როგორ დაიწყო, რათა დაავადების მომავალი აფეთქებები თავიდან უკეთ ავიცილოთ და მათ უკეთ ვებრძოლოთ.

ჯანმოს საგანგებო ვითარებების თანამდებობის პირმა მაიკ რაიანმა თვის დასაწყისში თქვა: “ვეძებთ პასუხებს, რომელსაც მომავალში ჩვენი გადარჩენა შეეძლება და არა დამნაშავეებს და ისეთ ადამიანებს, ვისაც ბრალი უნდა წაეყენოს.”

120-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა ვირუსის წარმოშობის დამოუკიდებელი გამოძიება. ბევრმა მთავრობამ ბრალი დასდო ჩინეთს იმაში, რომ ვირუსის გავრცელების შესაზღუდად, ის საკმარისს არ აკეთებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG