იმის მიუხედავად რომ მსოფლიოში ეკონომიკური პროცესები უმჯობესდება, უმუშევრობის დონე ახალი კვლევების მიხედვით მაინც იზრდება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ სულ ახლახან 2014 წლის გლობალური დასაქმების ტენდენციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა თაობა ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება, რაც გლობალური მასშტაბით უმუშევრობის დონეს აორმაგებს.
ეს მონაცემი კიდევ უფრო ამძიმებს მსოფლიოში დასაქმების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. კვლევის მიხედვით, სუსტი ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მსოფლიოში დასაქმების პრობლემა მოგვარდეს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2013 წელს მსოფლიოში უმუშევარი ადამიანების რაოდენობა თითქმის 202 მლნ-ს შეადგენდა, რაც 5მლნ-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს.
ორგანიზაციის დირექტორი გაი რაიდერი ამბობს, რომ უარესის მოლოდინში არიან. მისი თქმით, არსებული ტენდენციის მიხედვით, მომავალ წლებში უმუშევართა რაოდენობა კვლავ გაიზრდება და 2018 წლისთვის 2015 მილიონს მიაღწევს.
მისი განცხადებით, ფინანსური კრიზისის საწყის პერიოდში 2008 წლამდე უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა მას მერე ეს პრობლემა დამატებით 60 მილიონ ადამიანს შეეხო.
რაიდერის განცხადებით, კრიზისის დაწყებიდან უმუშევართა რაოდენობას კიდევ 32 მილიონი ადამიანი დაემატა, რაც პლიუს 30 მილიონი ადამიანის გაურკვეველ მდგომარეობას ნიშნავს, რომელთაც დასაქმების ბაზრის დატოვება მოუწიათ. ანუ ამ ეტაპზე დასაქმების ბაზარზე სამსახურების რაოდენობა მსოფლიოში 62 მილიონით შემცირდა. და არსებული ეკონომიკური განვითარების ტემპის თანახმად, ამ ციფრების გამოსწორება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, მოსალოდნელია რომ სიტუაცია კიდევ გაუარესდეს.
ანგარიშის მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანებს უმუშევრობის პრობლემა ყველაზე მეტად ეხება, და ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო რომ დასაქმების პოლიტიკაში მათი ინტეგრაცია მოხდეს. მსოფლიოში მცხოვრები 25 წლამდე მამაკაცები და ქალები დაახლოებით 74.5 მლნ ადამიანი ამჟამად უმუშევარია. გლობალური მასშტაბით მსოფლიოში ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში უმუშევრობის დონე 13%-ით იზრდება, ვიდრე მთლიანი რაოდენობა რომელიც 6 % შეადგენს.
რაიდერი ამბობს, რომ ასევე შეშფოთებას იწვევს მომუშავე პერსონალის მუშაობის ხარისხი. ამას იმით ხსნის, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში პროგრესი იქნა მიღწეული სიღარიბის შემცირების კუთხით. თუმცა ის იმასაც ამატებს, რომ გაუმჯობესების ტენდენცია 2013 წელს შეჩერდა.
მისი თქმით, ბრძოლა სიღარიბის დაძლევის მიზნით გარკვეულწილად შემცირდა, ან პროგრესი ამ მიმართულებით წარმოქმნილი ფინანსური კრიზისი გამო შეჩერდა. მსოფლიოს მასშტაბით 375 მლნ ადამიანის ყოველდღიური ანაზღაურება დღეში 1.25 ან ამაზე კიდევ ნაკლებს შეადგენს. 839 მილიონზე მეტი ადამიანის ყოველდღიური შემოსავალი ოჯახში 2 დოლარზე ნაკლებია.
რეგიონალურ ჭრილში, ანგარიშის მიხედვით, უმუშევართა ნახევარზე მეტი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, მას სუბ საჰარის აფრიკა და ევროპა მოჰყვება. თუმცა ლათინურ ამერიკას წელს 2013 წელს უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად შეეხო.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებში, დასაქმების კუთხით გასულ წელს გაუმჯობესება არ მომხდარა. ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა. საუბარია იმაზეც, რომ სუბ საჰარის აფრიკულ ქვეყნებში დაუსაქმებელი ადამიანების სოციალური დახმარებისთვის დანახარჯები საკმარისი არ არის.
ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული კრიზისი უფრო მეტ ყურადღებას და საერთაშორისო დონის ვალდებულებებს მოითხოვს. არსებობს გამოკვეთილი აშკარა კავშირი მსოფლიოში არასასურველ უმუშევრობასთან და შეუსაბამობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ ეს საკითხი პოლიტიკოსთა ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.