ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასტიმულირებელმა პაკეტმა უმუშევრობა ვერ დაძლია


გასულ წელს ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილმა მასტიმულირებელმა პაკეტმა სამუშაო ბაზარზე სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

ეერთებული შტატების პრეზიდენტი პარასკევს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსს ეწვია. ვიზიტის დანიშნულება მასტიმულირებელი პაკეტის სახით გამოყოფილი თანხით მე10000-ე საგზაო სამშემებლო პროექტის გახსნაზე დასწრება იყო .

ამერიკის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს მოსახლეობას დაანახოს 800 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის შედეგები, რომელიც სახელმწიფომ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად შარშან გამოყო. ეკონომისტების ნაწილი პაკეტის ეფექტურობას სკეპტიკურად აფასებს და აცხადებს, რომ დახარჯული თანხით იმაზე გაცილებით ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ამას თეთრი სახლი აცხადებს.

პაკეტის დამტკიცებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გაკეთებულ შეფასებაში, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის ეკონომიკა გამოსწორების გზას ადგას:

„ეკონომიკის გამოსწორების გზაზე ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად დღეს მე კოლუმბუსში დავბრუნდი. მასტიმულირებელი პაკეტის თანხის გამოყენებით, დღეს მე-10 000 საგზაო პროექტი დაიწყო,“ განაცხადა ბატონმა ობამამ სიტყვით გამოსვლისას.

პერზიდენტის ოჰაიოში ვიზიტი ადმინისტრაციის ექვს კვირიანი პროგრამის ნაწილია, რომელმაც საზოგდოებას უნდა დაანახოს თუ რა გავლენა ჰქონდა 800 მილიარდიან პაკეტს ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ობამას პირველი წარმომადგენელია მასტიმულირებელი პაკეტის განხორციელებაში. მისი თქმით: „დღემდე მთლიანი თანხიდან დაახლოებით 620 მილიარდი დოალრია დახარჯული. პაკეტმა 2.8 მეათედ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნა.“

ეკონომისტების აზრით, მასტიმულირებელმა პაკეტმა მართლაც შექმნა სამუშაო ადგილები. მაგრამ ერთ-ერთი ამერიკული კვლევითი ცენტირის ექსპერტის ალან ვიარდის განცხადებით, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობა გაზვიადებული და ხელოვნურად გაზრდილია.

„ის ფაქტი, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ისევ ძალიან მაღალია მიუთითებს იმაზე, რომ მასტიმულირებელ პაკეტს ისეთი დიდი გავლენა არ ჰქონია სამუშაო ადგილების შექმნაზე, როგორც ამას ადმინისტრაცია იუწყება,“ აცხადებს ბატონი ვიარდი.

მიუხედავად სკეპტიციზმისა, მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა ვიდრე 9.7 მეათედი პროცნეტი, რომელიც გასულ თვეს დაფიქსირდა. თუმცა მისივე თქმით, დიდძალი თანხის საგზაო ინფრასტრუქტურაზე დახარჯვამ მილიონზე ნაკლები სამუშაო ადგილი შექმნა:„ჩემი ზარით, მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფა ნამდვილად აუცილებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ის შეიძლება გაცილებით მცირე ზომის და უფრო მეტად ფოკუსირებული ყოფილიყო.“

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მხრივ პაკეტი არც თუ ისე ეფექტური გამოდგა, რადგან სამ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა მას შემდეგ, რაც მასტიმულირებელი პაკეტი დამტკიცდა. გარდა ამისა, პაკეტი ამერიკის სახელმწიფო ვალს დაემატა.

ანალიტიკოსების აზრით, ზუსტად არავინ იცის რამდენი სამუშაო ადგილი შექმანა მასტიმულირებელმა პაკეტმა. პრეზიდენტი ობამას განცხადებით, არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მხოლოდ მასტიმულირებელი პაკეტი ეკონომიკის გამოსწორებას შეძლებს.

„ეკონომიკის გამოსწორება შეიძლება დაიწყოს ასეთი პროექტებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ საფეხურზე არ გავჩერდეთ,“ აცხადებს ობამა.

ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები ნოერმბის არჩევნებზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება. ადმინისტრაცია იმედოვნებს რომ სამუშაო ბაზარზე სიტუაციის გამოსწორებით, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას შეინარჩუნებს. რესპუბლიკელები ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორების უნარი მხოლოდ კერძო სექტორს შესწევს და სახელმწიფო მექანიზმები ამ მხრივ საკმაოდ მოუქნელი და არაეფექტურია.

XS
SM
MD
LG