ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდიდარი ამერიკელები მთავრობისგან დახმარებას იღებენ


2009 წელს სახელმწიფო დახმარებას 2400 ისეთი ადამიანი ირებდა

ამერიკის მთავრობის განცხადებით, მდიდარი ამერიკელები, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან, მთავრობისგან დახმარებას იღებენ.

დღეს, ამერიკაში, 12 მილიონი ადამიანია უმუშევარი და სამსახურის ძებნის პერიოდში მათი უმრავლესობა ფედერალური ან შტატის მთავრობისგან დახმარებას იღებს. როგორც წესი, უმუშევრობის დახმარება თვეში 300 დოლარის ფარგლებშია.

დაუსაქმებელი ადამიანების უმრავლესობის შემოსავალი სამსახურის დაკარგვამდე 1 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშმა აჩვენა, რომ 2009 წელს სახელმწიფო დახმარებას 2400 ისეთი ადამიანი იღებდა, რომლის ოჯახური შემოსავალი წელიწადში მილიონ დოლარს აღემატებოდა.

ამერიკაში სახელმწიფო დახმარების გაცემაზე საოჯახო შემოსავლის ლიმიტი არ არის დადგენილი.
XS
SM
MD
LG