ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონა მორიგ ფინანსურ კრიზისშია


ევროზონის ქვეყნებში მზარდი უმუშევრობა და ეკონომიკური სირთულეებია, რაც მორიგ გრძელვადიან ფინანსურ კრიზისს მოასწავებს

ევროზონის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი იანვრიდან მარტამდე 2.1 %- ით, იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე 2013 წლისთვის იყო ნავარაუდევი. ახალი მონაცემი ნიშნავს რომ, ევროზონის 17 ქვეყნის ნახევარზე მეტი უკვე 6 კვარტალია მიყოლებით კრიზისში იმყოფება, რაც იმაზე გრძელ პერიოდს წარმოადგენს, ვიდრე 2008 წლის გლობალური მსოფლიო კრიზისი გრძელდებოდა.

ევროპის ეკონომიკას ახალი შავი ღრუბელი უახლოვდება.

ევროზონის 17 ქვეყნიდან 9-ში ამჟამად ფინანსური კრიზისია.

მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყნებმა 2008 წლის გლობალურ კრიზისს თავი კარგად გაართვეს, „კომერცბანკის“ მთავარი ეკონომისტი ჯორგ კრამერი ამბობს რომ, არსებული კრიზისი ყველაზე გრძელვადიანი აღმოჩნდა.

ჯორგ კრამერი: ჩვეულებრივ კრიზისი მხოლოდ ორი ან სამი კვარტალი გრძელდება, თუმცა ექვსი უკვე ძალიან გრძელი პერიოდია. და ამ მონაცემებზე დაყრდნობით პერსპექტივაში, საწარმოო აქტივობის მაჩვენებლის კოეფიციენტის ინდიკატორი ბოლო ორი თვის განმავლობაში საგრძნობლად დაეცა. აქედან გამომდინარე ევროზონის კრიზისის გამწვავება გარდაუვალია.

საფრანგეთი ევროპულ ქვეყნებში თავის ეკონომიკური მაჩვენებლით კრიზისულ ქვეყნებში მეორე ადგილს იკავებს. ევროპის საფინანსო მომავლის მთავარი ეკონომისტის კარსტენ ბრჟერსკის აზრით, ფრანგული ეკონომიკისთვის ორჯერ ვარდნა უფრო მეტი პრობლემის მომასწავებელია.

კარსტენ ბრჟერსკი: საბერძნეთსა და ესპანეთში ბუნდოვანი სინათლე მოსჩანს გვირაბის ბოლოს, ვინაიდან იქ მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკურ სიტუაციაზე დადებითად აისახება. რასაც ვერ ვიტყვით საფრანგეთზე, სადაც მსგავსი რამ ჯერ არ ხდება.

გერმანიამაც კი, რომელიც ცნობილია თავის ელექტრო-სიმძლავრეებით, ძლივს გაართვა თავი მორიგ კრიზისს, რადგან მიმდინარე წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ეკონომიკის ზრდამ იქ ერთი მეათედი პროცენტი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნები, თავის ნახევარმილიარდიანი მოსახლეობით, მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენენ.
მისი ეკონომიკის შენელებული ტემპი კი შეერთებული შტატებისთვისაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. „ბანკ რეით კომის“ წარმომადგენელი გრეგ მაკრაიდი ამერიკის ხმას სკაიპით დაუკავშირდა.

გრეგ მაკრაიდი: ევროპა კრიზისში იმყოფება, ჩინეთის ეკონომიკის ზრდაც შენელდა, თუმცა ამ დროისთვის ამერიკის საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები უფრო იმედიანად გამოიყურება. ამგვარი სიტუაცია უკვე გამოცდილია, როცა გასული სამი წლის განმავლობაში წლის პირველ სამ, ოთხ თვეს ეკონომიკა გაჯანსაღებისკენ მიდის, სამაგიეროდ როგორც წესი წლის მეორე კვარტალი წარმოების შენელებით და ეკონომიკის ვარდნით გამოირჩევა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ მკაცრი ზომების მიღება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც დიდი დავალიანება აქვთ, საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია სავალუტო ზონაში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. როგორც ეკონომისტები პროგნოზირებენ, ეკონომიკური აღმასვლა 2014 წლამდე არ მოხდება.
XS
SM
MD
LG