ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა ევროზონის ქვეყნებში


Eurozone
Eurozone

უმუშევრობა ევროზონაში 12.1 პროცენტია

უმუშევარი ადამიანების რიცხვი ევროზონის 17 ქვეყანაში მეორე თვეა იკლებს, თუმცა უმუშევრობა იქ 12.1 პროცენტია, რაც ევროზონისთვის რეკორდულად მაღალი რიცხვია.
ევროპის ქვეყნების დასაქმების ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, იტყობინება, რომ უმუშევართა რიცხვი ივნისსა და ივლისში 50 000-ით შემცირდა. მაგრამ მთლიანობაში, ევროზონის მასშტაბით, უმუშევარი ადამიანების რაოდენობა 19 მილიონია.
ანალიტიკოსების განცხადებით, მსოფლიოში უდიდესი ევროზონის ეკონომიკაში რეცესიის შემდეგ თანდათანობით გაჯანსაღების ნიშნები შეინიშნება.
ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მას ეკონომიკის ზომიერი ზრდის მოლოდინი აქვს 2013 წლის ბოლომდე.
XS
SM
MD
LG