უნგრეთში შესული მიგრანტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ათობით ადამიანი დღეს სერბეთიდან ხორვატიაში გადავიდა.
უნგრეთის მთავრობის ინფორმაციით, სამშაბათს მხოლოდ 366 უსაბუთო მიგრანტი იქნა დაკავებული. ლტოლვილების ნაკადის შეჩერება, სავარაუდოდ, უნგრეთის ახალი კანონის ძალაში შესვლის საფუძველზე მოხდა, რომლის თანახმადაც უკანონო მიგრანტები კანონის ძალით დაისჯებიან. უნგრეთის პოლიციის ინფორმაციით, ერთი დღით ადრე ქვეყნის საზღვარი 9,380-მა არალეგალმა მიგრანტმა გადაკვეთა.
ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილი ადამიანების ნაკადმა მიგრაციის მარშრუტი სავარაუდოდ სამხრეთისკენ შეიცვალა. ათობით მიგრანტი გუშინ სერბეთიდან ხორვატიაში გადავიდა.
ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მომზადებულია მიგრანტების პრობლემასთან გასამკლავებლად და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო გეგმას აამოქმედებს.
ამავე თემაზე
პოპულარული
1