ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პოლიციამ რკინიგზის სადგური დახურა


ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტური ზონებიდან, ავსტრიასა და გერმანიისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა

უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტის მთავარი რკინიგზის სადგური გადაკეტა, რამაც შეაჩერა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტური ზონებიდან ავსტრიასა და გერმანიისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადი.

ასობით პოლიციელი მონაწილეობდა მიგრანტებით გადატვირთული სადგურის გაწმენდაში და შემდგომ მის ბლოკირებაში. ხმის გამაძლიერებლებით სამართალდამცავები მიგრანტებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

შეტაკებებს ამჯერად ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სადგურის დაკეტვამდე ავსტრიის მატარებელზე ასვლა ასობით მიგრანტმა სცადა, რომლის დროსაც პოლიცია ჩაერია და მათ შორის მოხდა დაპირისპირება.

სადგურის გაწმენდის შემდეგ მიგრანტები მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ.

ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს ვენაში 3 650 მიგრანტი ჩავიდა. ეს წლის მონაცემებით დღიური ნაკადის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

XS
SM
MD
LG