სირიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბაშარ ალ ასადის მთავრობა დატოვა აცხადებს, რომ სირია ეკონომიკური და მორალური განადგურების ზღვარზეა და ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 30 პროცენტს აკონტროლებს.
სირიიდან წასვლის შემდეგ, სამშაბათს, რიად ჰიჯაბმა პირველი საჯარო განცხადებები გააკეთა.
ამ ფონზე, ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიაში არა-საფრენი ზონის გამოცხადება შეუძლია, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და შესაბამისი გადაწყვეტილება ამ მისიის განხორციელების მიზნით ჯერ არ არის მიღებული.
პანეტამ „ასოშეითედ პრესს“ განუცხადა, რომ ამერიკამ უკვე დაგეგმა სირიაში სხვადასხვა მოვლენის შესაძლო განვითარების საპასუხო ნაბჯები. მან განაცხადა, რომ არა-საფრენი ზონის განხორციელება რთულია და რომ ეს არ არის უმაღლესი პრიორიტეტი.