ალეპოს შემოგარენის დიდ ნაწილში საკომუნიკაციო საშუალებები დილიდან გამორთულია. გასული კვირის შემდეგ სამთავრობო ძალები ამბოხებულთა პოზიციების დაკავებას და მათ ქალაქიდან განდევნას ცდილობენ. ალეპოში კომუნიკაციის შეწყვეტის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თუმცა, ლონდონში ბაზირებულ სირიელ უფლებადამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ასადის არმია ქვეყნის უდიდეს ქალაქზე საარტილერიო შეტევას აგრძელებს.
სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სტამბოლში იმყოფება და სირიის საკითხების განხილვის მიზნით თურქეთის ლიდერებს ხვდება. პარალელურად არაბული ლიგა აცხადებს, რომ საუდის არაბეთში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეხვედრა სირიის კრიზისის განხილვას და კოფი ანანის გადადგომის შემდეგ ახალი სამშვიდობო დესპანის შერჩევას ისახავდა მიზნად.