ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰარისი მიგრაციის გამომწვევი მიზეზების მოგვარებაზე საუბრობს


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ვიზიტი ცენტრალურ ამერიკაში გრძელდება. ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მიგრაციის არსებითი გამომწვევი მიზეზების გამოსწორება იმისთვის, რომ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მიგრანტთა ნაკადები შემცირდეს.

"მე მინდა, რომ ძალიან ცხადად ვთქვა, რომ პრობლემა საზღვარზე დიდწილად, თუ სრულად არა, ამ ქვეყნებში არსებული პრობლემებიდან მომდინარეობს", - უთხრა ჰარისმა ჟურნალისტებს. "ადამიანთა უმეტესობას არ სურს საკუთარი სახლის დატოვება. და როდესაც ისინი ამას აკეთებენ ორი მიზეზიდან ერთ-ერთის გამო: ან საშიშროებას გაურბიან ან სახლში დარჩენა მათთვის იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ოჯახებს საბაზისო საჭიროებით ვერ უზრუნველყოფენ", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.


ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ის ესაუბრა გვატემალის ოფიციალურ პირებს და ისინი შეთანხმდნენ, რომ ამერიკა დაეხმარება ქვეყანას კორუფციის აღმოფხვრაში, მშრომელთა უფლებების დაცვაში, ახალგაზრდა ქალების გაძლიერებასა და სხვა საკითხებში.

ჰარისი მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორსაც შეხვდა და მხარეებმა ცენტრალურ ამერიკაში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საკითხი განიხილეს. ჟურნალისტების შეკითხვებზე იმის თაობაზე, დაჰპირდა თუ არა ამერიკა იმიგრანტთათვის ლეგალური გზების გაფართოებას, სამუშაო ნებართვების გაცემას, ჰარისმა თქვა, რომ ამაზე საუბარი იყო, თუმც აკონკრეტული დაპირებების გარეშე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG