ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში 12 ადამიანი მოკლეს


წუხელ, გვიან ღამით კალიფორნიის სამხრეთით მდებარე ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 12 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი 28 წლის იან ლონგი იყო. მისი მოტივის შესახებ ცნობები პოლიციას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღითა და დამაკვამლიანებელი ყუმბარით შევიდა. ამ დროს ბარში "კოლეჯის საღამო" მიმდინარეობდა, "ქანთრი" მუსიკას უკრავდნენ და იქ განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა იყო.

ოლქის შერიფმა ჯეოფ დინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, სერჟანტი რონ ჰელუსი. 29 წლის ოფიცერი როგორც ირკვევა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავდასხმის ადგილას მივიდა. ის მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმისას ასევე დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თუმც მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არა, რადგან ზოგიერთმა მათგანმა დამოუკიდებლად მიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას.

ადგილობრივი გამომძიებლები "გამოძიების ფედერალური ბიუროს" თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ თავდამსხმელის მოტივის დასადგენად.

თავდასხმას ხუთშაბათს გათენებისას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თქვა, რომ იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG