პოლიციას მიაჩნია, რომ ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი „საოჯახო სიტუაციით“ დაიწყო და გარდაცვლილები სტუდენტები არ არიან. სასწავლებლის განცხადების თანახმად, დამატებითი მსხვერპლი არ არის. ეჭვმიტანილი მსროლელი, 19 წლის მამაკაცი იძებნება და პოლიციის ცნობით, ის „შეიარაღებული და საშიშია“.
სროლა იმ დროს მოხდა, როდესაც ფლორიდის სკოლაში გასულ თვეში სისხლიანი სროლის გამო, შეერთებულ შტატებში იარაღის საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს. კონგრესში მსჯელობენ, დააყენონ თუ არა დღის წესრიგში იარაღის გაყიდვაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შეთავაზება. მათ შორის, განიხილება ასაკობრივი ცენზის შეცვლის საკითხი, უფრო მკაცრი შემოწმება და ზოგიერთი ტიპის იარაღის, ან ამაჩქარებელი მოწყობილობის აკრძალვა.
Facebook Forum