ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი მკვლელობების ისტორია ამერიკაში


პოლიციის განცხადებთ, კვირა საღამოს, ლას-ვეგასში, კონცერტის მიმდინარეობისას თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რამაც 58 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 500-ზე მეტი კი დაიჭრა. ლას-ვეგასის თავდასხმა, „ქანთრი“ მუსიკის ფესტივალზე ამერიკის შეერთებულიშტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მასობრივი მკვლელობაა.

მასობრივი მკვლელობების წარსული შემთხვევები აშშ-ში:

► ივნისი, 2016: ფლორიდის ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბ „პულსში“, შეიარაღებული პირის შეჭრის და თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

► დეკემბერი, 2015: კალიფორნიის სოციალური მომსახურების სააგენტოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ცოლ-ქმარი პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლეს.

► ნოემბერი, 2015: სამი ადამიანი დაიღუპა კოლორადოს ოჯახის დაგეგმვის კლინიკაზე თავდასხმისას. პოლიციასთან რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ, შეიარაღებული პირი დააკავეს.

► ოქტომბერი, 2015: ორეგონის კოლეჯზე თავდასხმისას 9 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს.

► ივლისი, 2015: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 9 ადამიანი მოკლა ტენესის შტატის საზღვაო სარეზერვო ცენტრში, რის შემდეგაც ის პოლიციამ გაანეიტრალა.

► ივნისი, 2015: ცხრა ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კაროლინის ეკლესიაში თავდასხმისას. პოლიციამ თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავა.

► მაისი, 2015: ცხრა ადამიანი დაიღუპა ტეხასის რესტორანში მოტოციკლეტისტთა დაპირისპირებული კლუბებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად.

► ოქტომბერი, 2014: შეიარაღებულმა თინეიჯერმა, ვაშინგტონის შტატის სკოლაში, ოთხი თანატოლი, მათ შორის ორი ბიძაშვილი, მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა.

► სექტემბერი, 2013: შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის საზღვაო ძალების დაწესებულებაში 12 ადამიანი მოკლა . ის პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.

► დეკემბერი, 2012: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კონექტიკუტის შტატში, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 26 ადამიანი, ზრდასრულები და ბავშვები მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა.

► აგვისტო, 2012: ექვსი ადამიანი შეეწირა სიქხების ტაძარზე თავდასხმას ვისკონსინში. თავდამსხმელმა, რომელსაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, თავი მოიკლა.

► ივლისი, 2012: ფილმ "ბეტმენის" ჩვენებისას კოლორადოს შტატის კინოთეატრში, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 12 ადამიანი მოკლა.

► იანვარი, 2011: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა არიზონის შტატში ექვსი ადამიანი მოკლა და კონგრესის წევრი, გებრიელ გიფორდი დაჭრა.

► ნოემბერი, 2009: ამერიკის შეიარაღებული ძალების ფსიქიატრმა 13 ადამიანი მოკლა ფორტ-ჰუდის ბაზაზე ტეხასის შტატში.

► აპრილი 2007: ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტმა 32 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

► ოქტომბერი 2006: თავდამსხმელმა ამიშთა თემის სკოლაში ხუთი გოგონა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

► იანვარი 2006: ფოსტის ყოფილმა თანამშრომელმა კალიფორნიაში რვა ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თავდამსხმელი ქალი იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა ამერიკის მასობრივი მკლელობების ისტორიაში.

► აპრილი 1999: კოლორადოში დამამთავრებელი კლასის ორმა მოსწავლემ სკოლის 12 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა, შემდეგ კი მათ თავი მოიკლეს.

► ნოემბერი 1991: შეიარაღებულმა თავდამსხმელმა აიოვის უნივერსიტეტის 4 თანამშრომლის და სტუდენტის მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა.

► ოქტომბერი 1991: თავდამსხმელი სატვირთო (პიკ-აპის) მანქანის გამოყენებით, ტეხასის კაფეში შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდასხმას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემდეგ, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

► აგვისტო 1984: თავდამსხმელმა ფოსტის 14 თანამშრომელი მოკლა ოკლაჰომაში, შემდეგ კი მან თავი მოიკლა.

► ივლისი, 1984: თავდამსხმელმა 21 ადამიანი მოკლა კალიფორნიის მაკდონალდსში, რის შემდეგაც ის პოლიციამ გაანეიტრალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG