სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ტეხასის შტატის ერთ-ერთ ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად. დასახლება საზარლენდ-სპრინგსის ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და საკვირაო წირვის დროს, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე ცეცხლი გახსნა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ალბერტ გომესი, უილსონის საგრაფოს კომისარი, რომელმაც განცხადება ადგილობრივი სატელევიზიო არხით გააკეთა. სამართალდამცავებმა ეკლესიას ალყა შემოარტყეს და თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მოკლულია.
საზარლენდ-სპრინგსი დაახლოებით 400 მოსახლისგან შემდგარი მცირე ზომის დასახლებაა. ის ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 48 კილომეტრში მდებარეობს.
Facebook Forum