ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლა მერილენდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში


ბანერი ამერიკელი სკოლის მოსწავლეების 14 მარტის აქციაზე: "მე ანდერძს კი არა, კოლეჯისთვის თემას უნდა ვწერდე".
ბანერი ამერიკელი სკოლის მოსწავლეების 14 მარტის აქციაზე: "მე ანდერძს კი არა, კოლეჯისთვის თემას უნდა ვწერდე".

დღეს დილით სროლა ისმოდა მერილენდის შტატში მდებარე გრეით მილსის სკოლიდან, რომელშიც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დადიან. მომხდარს განათლების ადგილობრივი სამმართველო, სენტ-მერის საგრაფოს საჯარო სკოლების ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადება ადასტურებს.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, სკოლის მოსწავლე, რომელმაც თანატოლებს ესროლა და კრიტიკულად დაჭრა ორი მათგანი, უსაფრთხოების ოფიცერთან გამართულ საპასუხო სროლაში დაიღუპა. განცხადებას საგრაფოს შერიფი ავრცელებს.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. დაჭრილი მოსწავლეები ჰოსპიტალიზებულნი არიან. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტში სამართალდამცავები, მასწავლებლები, ან სკოლის სხვა მოსწავლეები არ დაშავებულან.

ვაშინგტონიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე სკოლაში 1 600 მოსწავლე სწავლობს. სკოლა დღეს დახურულია. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ინციდენტი ამოწურულია, შერიფის ოფისი ადგილზეა და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. საქმეში ჩართულები არიან გამოძიების ფედერალური ბიუროს ბალტიმორის ოფისის წარმომადგენლებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG