აზიის საფონდო ბაზრებზე ვითარება დღეს შესამჩნევად გაუმჯობესდა. სპეციალისტები ამ ფაქტს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის დაგეგმილ სავაჭრო მოლაპარაკებას და იმ იმედებს უკავშირებენ, რაც ამ შეხვედრებს ახლავს თან. მოლაპარაკება მხარეებს შორის მომავალ კვირას პეკინში შედგება და მისი მიზანი მსოფლიოს ორ გიგანტური ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს შორის სავაჭრო საკითხებზე არსებული უთანხმოების მოგვარებაა.
ხუთშაბათს საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა "ეფლმა" გაავრცელა ცნობა, რომ მისი პროდუქციის გაყიდვა ჩინეთში, ვაშინგტონს და პეკინს შორის დაწყებული სავაჭრო უთანხმოების გამო, მკვეთრად შემცირდა. დღეს მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა. ჰონგ-კონგში ინდექსი 2.2. პროცენტით გაიზარდა, შანხაიშიც თითქმის ასევე, 2.1-ით. ევროპის ბირჟებზეც ვითარება შედარებით გამოსწორდა. საფრანგეთში და გერმანიაში ინდექსი 1 პროცენტით გაიზარდა.
Facebook Forum