ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის ეკონომიკა გამოწვევების წინაშეა


ვაშონგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო საკითხებზე მზარდი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთში კერძო და სახელმწიფო საწარმოების საკითხზე დებატები მწვავდება.

გაჩნდა შიში, რომ კომუნისტური მთავრობა კერძო ინდუსტრიების ნაციონალიზაციას გეგმავს. გასულ წელს სი ძინპინმა პრეზიდენტობის ვადაზე შეზღუდვები გააუქმა, რაც მას პოტენციურად აძლევს შესაძლებლობას სიცოცხლის ბოლომდე მართოს ქვეყანა. ძინპინის მმართველობის პირობებში გამწვავდა საუბარი კომუნისტურ პარტიაში იმაზე, თუ რამდენად აკონტროლებს პეჯინი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს, მათ შორის, ბიზნესს.

ჩინეთის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევების წინაშეა და ეს მხოლოდ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომს არ უკავშირება. ჩინეთის საფონდო ბირჟა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ინდუსტრიული ზრდა უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე საგრძნობლად შენელდა.

ჩინეთის ეკონომიკა ბევრი პრობლემის წინაშეა, რომელთა შორისაცაა, უზარმაზარი მთავრობა და კორპორატიული ვალი. გასულ კვირას, ჩინეთის უდიდესმა უძრავი ქონების კომპანიამ „ვანკე“ ბევრის შეშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც შიდა შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ კომპანიის მთავარი მიზანი „გადარჩენა“ იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG