ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ჩინეთი დროებით სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ


ორშაბათ დილას, აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები გაიზარდა, რაც ჩინეთისა და ამერიკის ლიდერების შეხვედრას უკავშირდება. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში ერთმანეთს დამატებით ტარიფებს აღარ დაუწესებენ.

ამ პერიოდის განმავლობაში, ვაშინგტონი და პეკინი სავაჭრო ხელშეკრულების დეტალების შეთანხმებას ეცდებიან.

არგენტინიდან ვაშინგტონში მიმავალმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმება, რომელსაც ამერიკა და ჩინეთი მიაღწევენ, „აქამდე მიღებულ ყველა სხვა შეთანხმებაზე დიდი იქნება... და მას არაჩვეულებრივად დიდი გავლენა ექნება სოფლის მეურნეობაზე, ინდუსტრიულ პროდუქტებზე, კომპიუტერებზე - ყველა სახის პროდუქტზე.“

ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ტარიფები მოუხსნან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG