ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბასის გამონათქვამის გამო, გერმანიამ პალესტინელთა დიპლომატიური წარმომადგენელი დაიბარა


მაჰმუდ აბასი, პალესტინელთა პრეზიდენტი
მაჰმუდ აბასი, პალესტინელთა პრეზიდენტი

გერმანიის მთავრობის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერის უწყებამ, ბერლინში პალესტინური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეთქვა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გამონათქვამის გამო, რომელმაც ისრაელის ქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა.

„ჩვენთვის, მთავრობისთვის და კანცლერისთვის ნათელია, რომ 6 მილიონი ევროპელი ებრაელის დევნა და სისტემატიური მკვლელობა, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი შეუდარებელი დანაშაულია“, განაცხადა პრეს-მდივანმა ბერლინში გამართულ რეგულარულ პრეს-კონფერენციაზე.

სამშაბათს, ბერლინში ვიზიტით მყოფმა აბასმა ისრაელს ბრალი „50 ჰოლოკოსტში“ დასდო, როდესაც მიუნხენის ოლიმპიადაზე პალესტინელი მებრძოლების მიერ ისრაელის გუნდზე თავდასხმის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით კითხვას პასუხი გასცა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა აბასის გამოთქმა მკაცრად დაგმეს.

აღშფოთების პასუხად, აბასმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნაცისტური გერმანიის ჰოლოკოსტს, რომელმაც 6 მილიონი ებრაელი იმსხვერპლა, „თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შემზარავი დანაშაული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG