პალესტინის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პალესტინის მთავრობა ფიქრობს საერთაშორისო სასამართლოს სჩივრით მიმართოს ისრაელის მიერ ახალი მშენებლობების დაწყების საკითხთან დაკავშირებით.
ოთხშაბათს პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად მალკიმ განაცხადა, რომ მისი სამინისტროს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება ისრაელის მოქმედებაზე აღმოსავლეთ იერუსალიმში არაბების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მშენებლობების დაწყებასთან დაკავშირებით.
ნოემბერში ისრაელმა გამოაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გეგმავს. გაეროს მიერ მინიჭებული სტატუსის მიხედვით, პალესტინის მთავრობას უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს.