გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეიარაღებულმა მამაკაცმა 7 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. სროლა იეღოვას მოწმეთა დარბაზში მოხდა, რომლის დროსაც ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი მუცლად მყოფი ბავშვი დაიღუპა. ჰამბურგის პოლიციის განცხადებით, ექიმებმა ბავშვის დედის გადარჩენა შეძლეს.
35 წლის თავდამსხმელის მოტივი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. ჰამბურგის პოლიციის ცნობით, ის თავადაც იეღოვას მოწმე იყო. სროლისას თავდამსხმელმა ნახევრად ავტომატური იარაღი გამოიყენა.
იმ დარბაზში, სადაც სროლა მოხდა, დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა. იეღოვას მოწმეთა თემი გერმანიაში 200 ათას ადამიანს ითვლის და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია.
Facebook Forum