ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

220 კგ: სად გადის ლაშა ტალახაძის შესაძლებლობების ზღვარი?


220 კილოგრამი ატაცში: ლაშა ტალახაძის ეროვნული რეკორდი, მსოფლიოზე 3 კგ-ით მეტია
220 კილოგრამი ატაცში: ლაშა ტალახაძის ეროვნული რეკორდი, მსოფლიოზე 3 კგ-ით მეტია

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ძალოსნობის სამყაროს გაოცებას განაგრძობს. მსოფლიო ჩემპიონატამდე 23 დღით ადრე, 24 წლის საჩხერელმა გოლიათმა ყველას დაანახა რომ შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.

საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც გასულ შაბათ-კვირას დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა, ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორი ახალი ეროვნული რეკორდით მოიპოვა: ატაცში 220 კილოგრამი ასწია, აკვრაში - 254 და ორჭიდის საერთო ჯამში - 474 კილოგრამს მოუყარა თავი.

ლაშა ტალახაძე დუშეთის ფიცარნაგზე 05.10.2017
ლაშა ტალახაძე დუშეთის ფიცარნაგზე 05.10.2017

ორივე შედეგი ფენომენალურია. ატაცში 220 კილოგრამის აწევით, ტალახაძემ 2017 წლის აპრილში, ევროპის ჩემპიონაზე, მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217კგ) მთელი სამი კილოგრამით გააუმჯობესა; ორჭიდში ნაჩვენები შედეგი კი ერთი კილოგრამით მეტია, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენებ მსოფლიო რეკორდზე (473 კგ), რომელიც ასევე ქართველ ძალოსანს ეკუთვნის.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) წესების მიხედვით, მსოფლიო რეკორდების რეგისტრაცია ეროვნულ დონეზე არ ხდება და მხოლოდ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოებს. ამიტომ, ქართველმა ეს შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გაიმეოროს, რომელიც ანაჰაიმში 28 ნოემბერს აიღებს სტარტს.

ლაშა ტალახაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკაში რეკორდებს აუცილებლად გააუმჯობესებს, იგი განსაკუთრებით აკვრას უმიზნებს, სადაც ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მსოფლიო რეკორდი (263 კგ) 13 წელია არ დამხობილა:

„არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ყველაფერს მივაღწიე უკვე და ახლა შემიძლია გავჩერდე. უფრო, პირიქით. მსოფლიო ჩემპიონატზეც შევეცდები ჩემი ახალი რეკორდები ვაჩვენო. ვინაიდან აკვრაში მსოფლიო რეკორდი უკვე დიდი ხანია ირანელ სპორტსმენს ეკუთვნის, ძალიან ბევრს ვფიქრობ რომ ეგ რეკორდიც გავაუმჯობესო“
ლაშა ტალახაძე, მსოფლიო რეკორდსმენი ძალოსნობაში

„არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ყველაფერს მივაღწიე უკვე და ახლა შემიძლია გავჩერდე. უფრო, პირიქით, არის. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზეც შევეცდები ჩემი ახალი რეკორდები ვაჩვენო. პლუს ამას, ვინაიდან აკვრაში მსოფლიო რეკორდი უკვე დიდი ხანია ირანელ სპორტსმენს ეკუთვნის, ძალიან ბევრს ვფიქრობ რომ ეგ რეკორდიც გავაუმჯობესო.“

ტალახაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოწვევაა. 2015 წელს, ჰიუსტონში, ქართველმა ძალოსანმა მეორე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი, რუსი ევგენი ლოვჩევის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო. რუსი აკრძალული პეპტიდური ჰორმონით Ipamorelin-ით ყოფილა გაჟღენთილი, ბუნებრივია, დოპინგ-ტესტი ჩააგდო, ყველა შედეგი გაუუქმეს და შტანგას 2019 წლამდე ვეღარ გაეკარება.

2015 წელი, ჰიუსტონი. რუსს ლოვჩევს (შუაში) სპორტული აფერისტობა არ გაუვიდა, ოქროს მედალი ჩამოართვეს და ლაშა ტალახაძეს გადასცეს
2015 წელი, ჰიუსტონი. რუსს ლოვჩევს (შუაში) სპორტული აფერისტობა არ გაუვიდა, ოქროს მედალი ჩამოართვეს და ლაშა ტალახაძეს გადასცეს

ანაჰაიმის რიგით 83-ე მსოფლიო ჩემპიონატზე, დოპინგის სისტემატური გამოყენების გამო, ასევე დისკვალიფიცირებულნი არიან: რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, უკრაინის, მოლდოვისა და ბულგარეთის ძალოსნები. IWF-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ამ ქვეყნების ძალოსნობის ფედერაციები, 2018 წლის ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლებენ.

ძალოსნობის სამყაროში „მასობრივი პრობლემის“ - დოპინგის აღმოსაფხვრელად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF), მსოფლიოსა (WADA) და აშშ-ს (USADA) ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ერთად, ანაჰაიმში რეკორდული რაოდენობის დოპინგ-ტესტების აღებას გეგმავს. IWF ძალოსნებს აფრთხილებს, რომ თუ 2015 წელს ჰიუსტონში, დოპინგზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე სპორტსმენების 49% შემოწმდა, ახლა ეს ციფრი 70%-ს გადააჭარბებს.

კარიერის დასაწყისში, დოპინგ სკანდალს, სამწუხაროდ, ვერც ლაშა ტალახაძე ასცდა. 2013 წელს, მის სისხლში აკრძალული პრეპარატი - Stanozolol აღმოჩნდა. ლაშა, რომელმაც ორწლიანი დისკვალიფიკაცია (2013-15) მოიხადა ამბობს, რომ ეს “მისი” შეცდომა არ იყო:

მთავარია, რომ მე, ჩემს პირად მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ჩემი ოჯახის წევრებს სჯერათ რომ ყოველთვის სუფთა ვიყავი. ძველ დროს აღარ მივტირი, თუმცა ძალიან საწყენი იყო რაც მოხდა. 2013 წელს დოპინგზე ძალიან ბევრი ძალოსანი ჩავარდა და მათ შორის მეც აღმოვჩნდი“

„იმ დროს რაც დამემართა, ჩემი, როგორც სპორტსმენის ბრალი არანაირად არ იყო. მაშინ ბევრმა ინფორმაციამ გაიჟღერა, რომ თითქოს ჩუმად, მწვრთნელებისგან დამალულად ვიღებდი რაღაც პრეპარატებს, მერწმუნეთ ეს ყველაფერი ტყუილია. მეტ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები.

მთავარია, რომ მე, ჩემს პირად მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ჩემი ოჯახის წევრებს სჯერათ რომ ყოველთვის სუფთა ვიყავი. ძველ დროს აღარ მივტირი, თუმცა ძალიან საწყენი იყო რაც მოხდა. 2013 წელს დოპინგზე ძალიან ბევრი ძალოსანი ჩავარდა და მათ შორის მეც აღმოვჩნდი“

დუშეთში, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონის (მორიგი) ტიტული ლაშა ტალახაძემ (ატაცი - 220, აკვრა - 254, ორჭიდი - 474) კონკურენციის გარეშე მოიგო. შედარებისთვის, სუპერ მძიმე წონაში, მეორე ადგილზე გასულმა გიორგი ჩხეიძემ საერთო ჯამში, მთელი 63 კილოგრამით (ატაცი - 186, აკვრა 225, ორჭიდი - 411) ნაკლები ასწია.

დუშეთში ლაშა ტალახაძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დააჯილდოვა
დუშეთში ლაშა ტალახაძე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დააჯილდოვა

რა თქმა უნდა, კარდინალურად განსხვავებული სიტუცია იქნება ანაჰაიმში, სადაც ლაშა ტალახაძის მთავარი მეტოქეები, სავარაუდოდ, ირანელები იქნებიან: ოლიმპიური, მსოფლიო და აზიის ჩემპიონი 27 წლის ბეჰდად სალიმი და 29 წლის საიდ ალიჰოსეინი.

ალიჰოსეინი ირანული ძალოსნობის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა 2008-09 წლებში, დოპინგ-ტესტი ზედიზედ ორჯერ ჩააგდო, ჯერ სამუდამო მისცეს, შემდეგ კი 8 წლიანი დისკვალიფიკაციით შეუცვალეს. ირანული პრესის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატს ორივე ათლეტი ალიჰოსეინიც და სალიმიც კარგ ფორმაში შეხვდება.

ლაშა ტალახაძემდე ირანელი ბეჰდად სალიმი ბენგალურ ვეფხვს დაეჭიდა
ლაშა ტალახაძემდე ირანელი ბეჰდად სალიმი ბენგალურ ვეფხვს დაეჭიდა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG