საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი დაენიშნა. ამას საინიციატივო ჯგუფი (ზურაბ ტომარაძე, სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე) ითხოვდა, რომელმაც ორ თვეში მოახერხა 200 348 ხელმოწერის შეგროვება და დათქმულ ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენა. ცსკ-ომ კი თავის მხრივ, გადაწვეტილების მისაღებად, პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა.
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ - სწორედ ასეთი ფორმულირებით უნდა დანიშნულიყო 8 ოქტომბერს რეფერენდუმი.
ეს კამპანია, რომელსაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე აფინანსებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მართლმადიდებელი ეკლესია თანაუგრძნობს, ქვეყანაში „ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ“ უნდა ყოფილიყო მიმართული.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი მოტივირებული უარი, არ დაენიშნა რეფერენდუმი, ახსნა იმით, რომ საკითხი დიდი ხანია დარეგულირებულია სამოქალაქო კოდექსში.
ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონდებლობა კრძალავს, კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას“გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი
„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება - ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონდებლობა კრძალავს, კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.“
საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტების აზრით, „ქორწინების ცნების განსაზღვრა“, წინასაარჩევნოდ იდეალური თემაა, რომ ამომრჩეველს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა: რუსული ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, კორუფცია, კოლაბორაციონიზმი ეკლესიაში, ყურადღება ხელოვნურად გადაატანინო.
ექსპერტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ "დასავლეთიდან მომდინარე" ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მითიური "საფრთხე“ - კრემლის დახვეწილი ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატივია, რომელიც დასავლეთის დემონიზებას და ლიბერალური ღირებულებების მიმართ შიშის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროპაგანდის მიხედვით, მხოლოდ მოსკოვი დგას „ქრისტიანული ღირებულებების“, „მართლმადიდებლობის“, „ოჯახის სიწმინდის“, „ტრადიციული ზნეობისა და მორალის“ დაცვის სადარაჯოზე. ამ პროპაგანდისტულ ომში, კრემლის „მეხუთე კოლონა“ ერთმორწმუნე საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიის ანაფორას აფარებს თავს ან მათ სიახლოვეს ტრიალებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გიორგი ვოლსკის არ დაუმალავს, რომ 200 000 ხმა საინიციატივო ჯგუფმა მათი ღია მხარდაჭერის ხარჯზეც შეკრიბა:
ხელისუფლების, პირადად გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია.“გიორგი ვოლსკი, ქართული ოცნება
„ხელისუფლების, პირადად გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია.“
რეფერენდუმის მოწინააღმდეგე, ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია კი მიიჩნევს, რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, "გაბანკროტებული ელიტების" მიერ ხალხის დაშინების გზით წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობა იყო.
„ქვეყანაში, სადაც არის ამხელა სოციალური პრობლემები, სადაც 273 800 ადამიანი შიმშილობს, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილისგან იღუპება, მინდა ყველას ვკითხო, ასეთ ქვეყანაში, საერთოდ შეიძლება თუ არა მორალზე საუბარი? როცა ამ თემებს არავინ ახსენებს და არაფრისგან წარმოშობილი თემას საათებს ვუთმბობთ?“
ქვეყანაში, სადაც არის ამხელა სოციალური პრობლემები, სადაც 273 800 ადამიანი შიმშილობს, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილისგან იღუპება, მინდა ყველას ვკითხო, ასეთ ქვეყანაში საერთოდ შეიძლება თუ არა მორალზე საუბარი? როცა ამ თემებს არავინ ახსენებს და არაფრისგან წარმოშობილ თემას კი საათებს ვუთმბობთ?“გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში 2016 წლის მარტის ბოლოს გაატარა. თუმცა, პირველმა საინიციატივო ჯგუფმა ზურაბ თოლორაიას ხელმძღვანელობით 200 ათასი ხმის შეგროვება ვერ შეძლო.
ივნისში კი „ოჯახის სიწმინდის დამცველებმა" საქმეში უკვე „მძიმე არტილერია“ ჩართეს: ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაარსებული „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორის ზვიად ტომარაძის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრის სოსო მანჯავიძისა და პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის - „ახალი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის შემადგენლობით.
ამ ჯგუფმა 200 000 ხმა მალევე შეაგროვა, თუმცა უარი რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე უკვე პრეზიდენტისგან მიიღო. დღეს, საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვა.