ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინააღმდეგობა გეების ქორწინების თემაზე


კიმ დეივისმა გეი წყვილის ქორწინების მოწმობას მისი თქმით, რელიგიური შეხედულებების გამო არ მოაწერა ხელი, რითაც კანონი დაარღვია.

კენტუკის შტატში მდებარე როვანის ოლქის მდივანი, რომელიც ხუთშაბათს დააკავეს, კვლავ პატიმრობაშია. კიმ დეივისმა გეი წყვილის ქორწინების მოწმობას მისი თქმით, რელიგიური შეხედულებების გამო არ მოაწერა ხელი, რითაც კანონი დაარღვია.

დეივისის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ხელმოწერა მისი კლიენტისთვის „ღმერთის ღალატს“ უდრიდა. ფედერალური მოსამართლე დევიდ ბენინგი, რომელმაც კანონის დარღვევისთვის კიმ დეივისის დაკავების განაჩენი გამიტანა, ამბობს, რომ როვანის ოლქის მდივანს მაშინათვე გაათავისუფლებენ, როგორც კი ის კანონიერი ქორწინების მოწმობების გაცემას დაიწყებს, რაც მის სამსახურეობრივ მოვალეობებში შედის, ან პოზიციას დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ციხეში დიდი ხნით დარჩება. დევისმა ქორწინების მოწმობების ხელმოწერა არამარტო გეების, არამედ ყველა წყვილისთვის ივნისში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გეების ქორწინების ლეგალიზების გადაწყვეტილება გამოიტანა.

XS
SM
MD
LG