ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთსქესიანი ქორწინება ამერიკაში ლეგალური გახდა


შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ამიერიდან ამერიკაში ერთსქესიანი ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალურია.

ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ უფრო მეტად ათწლეულების განმავლობაში გამოვლენილი გამბედაობის მილიონობით მაგალითის შედეგია.
ბარაკ ობამა

დღემდე ერთსქესიანი ქორწინების ოფიციალური გაფორმება 50-დან მხოლოდ 36 შტატში იყო დაშვებული.

კენჭისყრის დროს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 5 ხმით ოთხის წინააღმდეგ გაიტანა.სასამართლოს წევრებმა მათი არგუმენტები წერილობით 100 გვერდიან გადაწყვეტილებასი ჩამოაყალიბეს.

„უბრალოდ სიყვარულმა გაიმარჯვა“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც გადაწყვეტილებას „ამერიკის გამარჯვება“ უწოდა.

„ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგია, მაგრამ უფრო მეტად ათწლეულების განმავლობაში გამოვლენილი გამბედაობის მილიონობით მაგალითის შედეგია....მათი ვინც საკუთარი თავის ირწმუნა, მათ ნელ-ნელა მთელს ქვეყანას შეაგნებინეს, რომ სიყვარული სიყვარულია. უთვალავი, ხშირად უცნობი გმირები ჩვენს მადლობას იმსახურებენ. დღეს ისინი ძალიან ამაყები უნდა იყვნენ, ამერიკა ძალიან ამაყი უნდა იყოს,“ განაცხადა ობამამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან ქორწინებას მხარს ამერიკელების 60% უჭერს, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ანგარიშის მიხედვით ერთსქესიან ქორწინებას მხარს რესპუბლიკელების 37%, დამოუკიდებლების 64%, ხოლო დემოკრატების 76% მხარს.

XS
SM
MD
LG