თბილისი —
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება 2014 წლის ივნისამდე მოხდეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჰააგაში ევროპული საბჭოს თავჯდომარე ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰოლანდიაში ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობდა
.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ გასულ პარასკევს, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებები, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს, 2014 წლის ივნისამდე გაფორმდებოდა. თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბრიუსელი და თბილისი არ გამორიცხავენ კრემლის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
„ჰერმან ვან რომპოისთან ჩვენ განვიხილეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაჩქარდეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. იცით, რომ ეს ხელმოწერა ივნისში უნდა მოხდეს, თუმცა საუბარია იმაზე, რომ კიდე უფრო გადმოიწიოს ამ თარიღმა.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ტექნიკური პროცესი. მიმდინარეობს ამ დოკუმენტის თარგმნა. ამას დრო სჭირდება. თუმცა, ორივე მხარე სულ მზაობას ადასტურებს რომ ეს ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გავაფორმოთ.“
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰააგაში ვიზიტი ჰოლანდიელ კოლეგა მარკ რუტესთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჯილდო „ოქროს სარწმისი“ გადასცა ევროპის ლიბერალური პარტიების გაერთიანების, „ლიბერალური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტს ჰანს ვან ბაალენს.
ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა ეს ჯილდო „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპარლამენტში წარმოებული აქტიური კამპანიისთვის“ დაიმსახურა.
ღარიბაშვილი ჰააგაში ასევე შეხვდა საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიტვის პრეზიდენტებს, კოლეგებს კანადიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან; ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს და ინტერპოლის ხელმძღვანელს. საქართველოს პრემიერს ასევე ჰქონდა ხანმოკლე გასაუბრება ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასათან.
ჰააგაში ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გამოხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არასწორად არ უნდა აღვიქვათ. ეს არის მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რჩევა, რეკომენდაცია, რომ ეს პროცესი იყოს წარმართული გამჭვირვალედ. ჰააგაში სააკაშვილის თაობაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია არავისთან. არავის წამოუწევია ეს საკითხი და არ მესმის ეს ისტერიკა საიდან მომდინარეობს.
ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია, მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულში. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტებთან იყო შეკითხვები, ვგულისხმობ სარკოზის, ასევე, ჟაკ შირაკს...იტალიის პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის 7 წელი მიესაჯა. ასე რომ ეს არის ნორმალური პროცესი, მით უმეტეს, პროკურატურას საუბარი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულებზე და ვფიქრობ, არ მიგვიცია და არ შეგვიქმნია არანაირი ეჭვის საფუძველი.
პირიქით, ვადასტურებთ, რომ ამ პროცესს წარვმართავთ გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობა არის მნიშვნელოვანი. თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველო იყოს უფრო დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე საფრანგეთი ან იტალია, ეს მგონი მცდარი შეფასებაა. არავინ უნდა მოგვთხოვოს - ვიყოთ უფრო მეტი კათოლიკე, ვიდრე რომის პაპია".
ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი სამიტი 2010 წელს - ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა. როგორც წესი, გლობალურ ფორუმზე მთავარი თემებია - ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ბირთვული ობიექტებისა და მასალების დაცვა და უკანონო ვაჭრობის აღკვეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰააგის სამიტზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. ეს საკითხი პრობლემატურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.“
საქართველოში გამდიდრებული ურანის კონტრაბანდის ბოლო გახმაურებული ფაქტი, ზუსტად ოთხი წლის უკან, 2010 წლის მარტში დაფიქსირდა. მაშინ სომხეთის ორი მოქალაქე თბილისში მილიონ ნახევარ ამერიკულ დოლარად 18 გრამი გამდიდრებული ურანის გაყიდვას შეეცადა. თუმცა, ერთობლივი ქართულ-სომხური სპეცოპერაციის შედეგად, ორივე მათგანი დააპატიმრეს.