ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შევა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას შეეხება, - აცხადებს იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი. მისივე თქმით, „საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა იყოს იქ, სადაც მთავრობაა და განახორციელოს მასზე ეფექტური კონტროლი.”
საინფორმაციო სააგენტოს „ნიუსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქუთაისიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას მხარს გამოკითხულთა 82,7%-ი უჭერს.
საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს პარლამენტის მშენებლობის პროცესის სამართლებრივი შესწავლის მოთხოვნით მიმართა. პარლამენტის მშენებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ „ამ დროისთვის პარლამენტის მშენებლობისთვის დახარჯულია 360 მილიონი ლარი, ხოლო შენობის დასრულებას დამატებით 20-30 მილიონი სჭირდება, თუმცა რა უნდა დასრულდეს ვერ გეტყვით, რადგან პროექტი ჯერ კიდევ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. სრული ფუნქციონირებისთვის შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის, მის მდგომარეობაზე დასკვნაც არ არის, პრინციპში კანონს ვარღვევთ, რადგან შენობას ექსპლუატაციას ვუწევთ.”
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას მხარს არ დაუჭერს:
„სად უნდა იყოს პარლამენტი, ამაზე შეგნებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენი მიზანია, საქართველოში პროვინციალიზმი დასრულდეს და ყველა რეგიონი განვითარდეს. არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ისტორიული პროცესი უკან დაბრუნდეს, ქუთაისის პარლამენტის შენობა ძალიან მყარად შენდება, მისი დასრულების პასუხისმგებლობა ქართველებთან ერთად ესპანელ სპეციალისტებსაც ეკისრებათ.”
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის თქმით პარლამენტის მინის სახურავის წმენდა მხოლოდ დაქირავებულ ალპინისტებს შეუძლიათ.
პარლამენტის წევრის, გია ცაგარეიშვილის თქმით, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად პარლამენტის ქუთაისში გადატანა სახელმწიფოსთვის ძალიან ხარჯიანი, არარენტაბელურია.
„წარმოუდგენელია, საქართველოს პარლამენტმა მარტო ელექტროენერგიის მომსახურებაში იხადოს ყოველთვიურად ასი ათასობით ლარი. ჩვენ გვინდა, გვყავდეს საკანონმდებლო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში ათი ათასობით ლარს იხდის თვეში და გვერდზე, დაახლოებით 100 მეტრში დგას მაღალსართულიანი შენობები, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები და სადაც ფაქტიურად 20 წლის მანძილზე მხოლოდ 8-დან 10 საათამდე მოდის წყალი?! 340 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული პარლამენტის შენობის აშენებაში და კიდევ მიმდინარეობს კვლევა-ძიება. ეჭვი მაქვს, მშენებლობის ხარჯი შეიძლება 400 მილიონს გადასცდეს. ეს არის გაუგონარი ამბავი ჩვენთვის, ძალიან გაჭირვებული ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის 70%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ქვეყნისთვის, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ბაზებში დაახლოებით 1 800 000 ადამიანია რეგისტრირებული, რომელიც სახელმწიფო დახმარებას ითხოვს სახელმწიფოსგან. ამ დროს შენ აშენებ შენობას ქუთაისში, ხარჯავ ამ მშენებლობაზე 400 მილიონ ლარს და თანაც ამას არავის ეუბნები. ხომ გახსოვთ, როგორი გასაიდუმლოებული იყო პარლამენტის მშენებლობის ხარჯები?! მეც და ჩემი კოლეგებიც ხშირად სხდომებზე პირდაპირ გამოვთქვავდით ჩვენს პრეტენზიებს, ვეუბნებოდით მთავრობის წარმომადგენლებს, გვითხარით, რა ფულს ხარჯავთ. ფინანსთა მინისტრმა ძლივს ამოღერღა და თქვა - 155 მილიონი. ის ცრუობდა, როცა ამ ციფრს ამბობდა. 155 მილიონი კი არა 340 მილიონი დაიხარჯა. ეს პირველადი გათვლებით, დახარჯულია წარმოუდგენელი სქემების გამოყენებით, ჩართულია ამ სქემებშიო ობშორები და ა.შ. სხვათაშორის ერთ-ერთი „მშენებელი”, ბატონი ტრაპაიძე, წინა მთავრობაში შემდეგ გახდა დასაქმების მინისტრი. უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხს ითხოვს ჩვენი საზოგადოება.
ეს არის აბსოლუტურად შეგნებულად გაკეთებული, რომ საკანონმდებლო ორგანო საერთოდ დაევიწყა ყველას. სავსეა სხვათაშორის მინდვრის თაგვებით საქართველოს პარლამენტი, ჩვენ შევიჭერით ამ ცხოველების საარსებო გარემოში, დიდ მინდორში ავაშენეთ უზარმაზარი შენობა. ახლა მინდვრის თაგვებს დასდევენ ცოცხებით და კიდევ სხვა საშუალებებით. ეს არის რეალობა, ტრაგიკული რეალობა. და როცა ჩვენ იქ გაგვისტუმრეს, აქ ბარბაროსებივით შეესიენ პარლამენტის ძველ შენობას, აგური აგურზე არ დატოვეს, დალეწეს, მოსპეს ყველაფერი. ოთხი დარბაზია განადგურებული, სპეციალურად - ეტყობა გრძნობდა მიხეილ სააკაშვილი რომ არჩევნებს აგებდა. დანგრეულია მთელი შენობა, მათ შორის ის დარბაზი, სადაც საქართცველოს პირველმა პრეზიდენტმა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.”