საქართველოს პარლამენტმა დღეს მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. როგორც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებდა რაიმე ფორმით ხელი შეეშალა უმრავლესობის მიერ მთავრობის დამტკიცებისთვის. მათი მოსაზრებებიდან გამომდინარე, უმრავლესობას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებებისამებრ დაემტკიცებინა მთავრობა. ბაქრაძე ამბობდა იმასაც, რომ უმცირესობა მთავრობის დამტკიცებისას კენჭისყრაში მონაიწლეობას არ მიიღებდა. ქართული ოცნება პარლამენტში 85 დეპუტატითაა საწრმოდგენლი, ნაციონალური მოძრაობა კი 65 დეპუტატით. მთავრობისთვის დღეს ნდობის გამოცხადებისას ხმები ამგვარად გადანაწილდა; 88 მომხრე, 54 წინააღმდეგი.
პარლამენტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა უმცირესობის წევრების ნუგზარ წიკლაურისა და გიორგი ღვინიაშვილის გამოსვლებს. წიკლაურმა ივანიშვილი საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. ღვინიაშვილმა კი მოითხოვა პასუხი ამ დრომდე გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო სოფლის მეურნეობის სფეროში.
პარლამენტის სხდომაზე გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაცემული დაპირებები აუცილებლად შესრულდება. მან ისაუბრა ასევე მთავრობის განზრახვაზე ბოლო მოეღოს პროკურატურის დიქტატს ქვეყანაში.
ხვალიდან მოქმედი მინისტრები საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან. განათლების მინისტრად დამტკიცებულია გიორგი მარგველაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრად თეა წულულიანი; საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძე; სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით ნარმანია, რომელიც შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად დამტკიცებულია ნოდარ ხადური; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანი; ეკომონიკის მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძე; გარემოს დაცვის მინისტრად ხათუნა გოგალაძე; ჯანდაცვის მინისტრად დავით სერგენკო; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაატა ზაქარეიშვილი; დასაქმების მინისტად კახა საკანდელიძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტად დავით დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ უკანასკნელ მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო გამოთქმული საზოგადოებაში პროტესტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც მოჰყვა. წინასაარჩევნო პერიოდში დავით დარახველიძის მიერ დაფიქსირდა ჟურნალისტისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, ასევე ეთერში გავიდა კადრები, რომელმაც საზოგადოებას მისცა საბაბი ესაუბრა დარახველიძის, როგორც ქსენოფობიური ტიპაჟის თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ითხოვდა დარახველიძის კანიდატურის მოხსნას. ამ საკითხს ივანიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად იყო შეხვედროდა არასამთავობო სექტორს და ემსჯელა ფაქტის თაობაზე. თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ერთ–ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომელიც მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებულ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას. მისი განცხადებით, ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან შექმნილ ჯგუფს მართლაც შეხვდა დარახველიძე. „ჩვენ არ ვამტკიცებთ მინისტრებს, ჩვენ მოვისმინეთ მისი ახსნა–განმარტება და განზრახვაც იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ქსენოფობიურ და შეირაცმყოფელი განცხადებებს აღარ უნდა ველოდეთ,“– ამბობს თამარ ჩუგოშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას.
ახალმა მინისტრთა კაბინეტმა პირველი სხდომა უკვე ჩაატარა. პარლამენტი მომვალში უკვე ბიუჯეტის საკითხის თაობაზე იმსჯელებს.