ხვალ, 25 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას უყრის კენჭს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს უკვე წარუდგინა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა უკვე წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალმა მთავრობამ უნდა იმუშაოს. როგორც სააგენტო „სივილ.გე“ იუწყება, პროგრამის მიხედვით, ახალ მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობა უპირატესობას საპარლამენტო მმართველობას ანიჭებს, თუმცა „საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებულ იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე.“
ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით ჩამოყალიბებას. ასევე, თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს ეყოლებათ არა დანიშნული, არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში იგეგმება მისთვის უშიშროების ფუნქციების ჩამოშორება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შესაქმნელად.
ივანიშვილის პროგრამა ითვალისწინებს „პოლიტიკური ხელისუფლების ზემოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლებას“, სადაც „სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციასა და მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას განახორციელებს თავად სასამართლო ხელისუფლება.“ სამართლის სისტემის რეფორმის კუთხით, ივანიშვილის მომავალი მთავრობა გეგმავს „სამართლიანი სასჯელის პოლიტიკის“ გატარებას, სადაც გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით;
„ათასობით უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯება მათი საქმეები,“ - ნათქვამია პროგრამაში.
„ხელისუფლების შეცვლა აღარ გამოიწვევს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას,“ - ნათქვამია პროგრამაში.
საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, ივანიშვილის მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება „ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და „ნატო"-ში ინტეგრაცია.“