ირანთან დაახლოებას საქართველოსთვის დადებითი ეკონომიკური შედეგების მოტანა შეუძლია. თუმცა ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს და თეირანთან სიფრთხილე გამოიჩინოს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და მაკეინის ინსტიტურის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს ძალიან რთულ რეგიოინში უწევს პოლიტიკური ნავიგაცია:
"არ მგონია, რომ ირანის მთავრობას უნდა ვენდოთ. ირანმა ცოტა ხნის წინ სირიაში ჯარი გაგზავნა. დასავლეთთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკების შემდეგ თეირანი კვლავ აცხადებს, რომ ამერიკა დიდი სატანაა და ისრაელი რუკიდან უნდა გაქრეს. ჩვენ ირანის რეჟიმთან პრობლემა გვაქვს, მაგრამ ირანელი ხალხი პრო-დასავლურია და ჩვენთან ჩართლობა სურს. ამის გამო, იქმნება ერთგვარი გაურკვევლობა - როგორ უნდა დავუახლოვდეთ ირანელ ხალხს ისე, რომ არ დავუახლოვდეთ მთავრობას.“
ვფიქრობ საქართველომ ირანის რეჟიმის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს - არ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, მაგრამ ამასთან, საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს.კურტ ვოლკერი
ვოლკერი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილეს და სწორი გათვლების გაკეთებას ურჩევს. ამერიკის მთავრობა პარტნიორებთან შერეულ გზავნილებს ავრცელებს. ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნა და თეირანთან სავარაუდო ეკონომიკური კავშირების დამყარება, ხოლო მეორეს მხრივ პარტნიორებისთვის იმის თქმა, რომ ირანთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ, გაურკვევლობას ქმნის:
„არ მგონია საქართველოსთვის კარგი რჩევის მიცემა შესაძლებელი იყოს. ქართველები ნახავენ, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთანავე, დასავლეთ ევროპელი ბიზნესმენები თეირანში ძალიან გააქტიურდებიან. საქართველოსთვის ლოგიკური იქნება, რომ იგივე გააკეთოს, მითუმეტეს, რომ ირანი მეზობელი ქვეყანაა და საქართველოს უკვე აქვს მასთან სავაჭრო ურთიერთობები. ერთი რაზეც საქართველო უნდა წუხდეს ის არის, რომ ირანისთვის ნაკლებად საინტერესო არ გახდეს.
ირანი გააგრძელებს საქართველოსთვის ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების იდეის შეთავაზებას. მაგრამ არ მგონია ეს გეგმა ადგილიდან დაიძრასგლენ ჰოვარდი
ამერიკაში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, იქნება ეს პრეზიდენტი ობამა თუ სახელმწიფო მდივანი კერი, ირანის მიმართ მხარდაჭერა ჩანს, ხოლო მეორეს მხრივ კი ისმის პარტნიორებისთვის სიფრთხილის მოწოდებები. ეს შერეული გზავნილებია. ვფიქრობ საქართველომ ირანის რეჟიმის მიმართ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს - არ იფიქროს, რომ ირანი მეგობარია, მაგრამ ამასთან, საკუთარი მდებარეობა რეალისტურად შეაფასოს.“
(ამერიკის ხმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში: ირან-საქართველოს ურთიერთობები)
ჯეიმსტაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი ამბობს, რომ ირანს საქართველოს გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად სურს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს გეგმა განხორციელდება. ის ამბობს, რომ საქართველო-ირანის ახლო ურთიერთობებს რუსეთი ხელს შეუშლის ისევე როგორც ეს სომხეთთან გააკეთა.
"ჩემი აზრით, ირანი გააგრძელებს საქართველოსთვის ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების იდეის შეთავაზებას. მაგრამ არ მგონია ეს გეგმა ადგილიდან დაიძრას. სომხეთს სურდა ირანთან სატრანსპორტო ურთიერთობის განვითარება, მაგრამ ის გეგმაც განუხორციელებელი დარჩა. რუსებმა სომხეთს ირანთან გაზის მილსადენის აშენებასა და რკინიგზის გაყვანაში ხელი შეუშალეს.“
ჰოვარდი ფიქრობს, რომ საქართველომ ირანთან ურთიერთობის წარმოების დროს ამერიკის პოლიტიკა უნდა გაითვალისწინოს. კონკრეტულად კი ის, რომ ამერიკა მზადაა ირანთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები განაახლოს, თუმცა პოლიტიკურად ირანთან ჯერ ისევ დიდი უთანხმოება აქვს:
„საქართველომ პარალელური დიპლომატია უნდა გააგრძელოს. ირანთან ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით კი ამერიკის იმიტაცია უნდა გააკეთოს. არ მგონია ამით რამე დაშავდეს. საქართველოს ირანთან უკვე აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მცირე მასშტაბის ვაჭრობა. ამერიკა ირანისთვის "ბოინგის" თვითმფრინავების მიყიდვას ფიქრობს. ირანთან ვაჭრობის გააქტიურება საქართველოს არ დააზარალებს. თუმცა, თბილისმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ამერიკის ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.“
ექსპერტების აზრით, რუსეთსა და ირანს შორის მდებარე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. ეკონომიკური პრაგმატულობის გამოჩენა სასურველია, მაგრამ პოლიტიკური საღი აზრის ქონა აუცილებელი. ამიტომ, ირანთან ურთიერთობის წარმოებისას, საქართველომ ეკონომიკურთან ერთად გეოპოლიტიკური ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს.