ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ოლანდთან შეხვედრა ჩაშალა


ახალი რუსული ტაძარი პარიზში
ახალი რუსული ტაძარი პარიზში

რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოითხოვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრაზე საუბრის თემა მხოლოდ სირია უნდა ყოფილიყო. ვლადიმირ პუტინი პარიზში ჩასვლას 19 ოქტომბერს გეგმავდა. ვიზიტი საფრანგეთში მართლმადიდებელთა ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე დასწრებასაც მოიცავდა.

გუშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვისთვის შესაძლოა ომის დანაშაულის ბრალდება წაუყენონ. გამოძიების დაწყების მიზნით, საფრანგეთი საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებთან კონსულტაციებს გეგმავს.

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ვლადიმირ პუტინი მზად არის საფრანგეთის პრეზიდენტს ნებისმიერ სხვა დროს შეხვდეს. ფრანსუა ოლანდი კი ამბობს, რომ შეხვედრისთვის ის მზად იქნება, თუკი მათ შორის საუბრის თემა სირიაში მშვიდობის დამყარება იქნება.

XS
SM
MD
LG