ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ალეპოში გრძელვადიან ზავს ეწინააღმდეგება


ალეპო
ალეპო

რუსეთი აცხადებს, რომ ალეპოში 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს, თუმცა არ ემხრობა უფრო გრძელვადიან დაზავებას, რომლის წინადადებაც გაერომ წამოაყენა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბიკოვმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა მეამბოხეებს გადაჯგუფების და საბრძოლო მასალის შესავსებად დროს მისცემს.

ხუთშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სირიის საკითხში ურთიერთობას გააჩერებდა, თუ მოსკოვი 9 სექტემბერს დადებული პირობის თანახმად, ალეპოზე იერიშს არ შეწყვეტდა.

XS
SM
MD
LG