ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ვეტოს ფონზე გაერო გადამწყვეტ ნაბიჯებს ითხოვს


გაეროს ადამიანის უფლებების სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ გადამწყვეტი ზომებია საჭირო იმისთვის, რომ სირიის ქალაქ ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობაზე ომის “გამანადგურებელი გავლენა” დასრულდეს.

ზაიდ რაად ალ ჰუსეინმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა ქვეყნებს ვეტოს უფლების გამოყენება აეკრძალოთ იმ შემთხვევაში, როცა გაეროს რეზოლუცია ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდს ეხება.

ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს აქვს. მათ შორის არის სირიის მოკავშირე რუსეთი და ჩინეთი. ამ ორმა ქვეყანამ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე რეოლუცია დაბლოკა, რომელების მიზანიც სირიის საკითხის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა იყო.

ვეტოს უფლება შეერთებულ შტატებსაც აქვს. ამერიკა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს უჭერს მხარს. სექტემბერში ამერიკამ და რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოილაპარაკეს, რომლის დროსაც ალეპოში გაეროს ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩაეტანა. შეთანხმება მალევე დაირღვა და ამერიკა და რუსეთი მისი პირობების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG